EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:39, 05 Jun, 2020     1088

ევროპოს რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), თიბისი ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, საქართველოში 2019 წლის ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ უკვე მეექვსედ მიიღო.

„ვაჭრობის დაფინანსება ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ჩვენი პარტნიორი ბანკები აქტიურად უჭერენ მხარს კომპანიებს და ხელს უწყობენ მათ განვითარებას. ჩვენთვის დიდი პატივია მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტიდან ასეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა." – EBRD-ის მმართველი დირექტორი, ფრანს მელიგი.

EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა (Trade Facilitation Programme), რომელიც 1999 წელს დაფუძნდა, მიზნად ისახავს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერას იმ ქვეყნებში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტიციებს ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, EBRD გასცემს გარანტიებს პარტნიორი ბანკებისთვის ადგილობრივი ექსპორტიორების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების დაფინანსების მხარდასაჭერად.

დღეს ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა შეადგენს 5 მილიარდ ევროს და მოიცავს 30 ქვეყანას. 2020 წლის პირველი ხუთი თვის მანძილზე დაფინანსება რეკორდულ თანხას - 1.5. მილიარდ ევროს მიაღწევს. EBRD 27 ქვეყნის 120 ბანკთან თანამშრომლობს, 800-ზე მეტი ბანკისთვის გაცემული ფინანსური მხარდაჭერა კი 5 მილიარდ ევროს აღემატება.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თიბისი 1999 წლიდან EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის წევრია. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ქვეყანაში ვაჭრობის ფინანსირების განვითარებას, რისი მტკიცებულებაც ჩვენი არაერთი საერთაშორისო ჯილდოა. 2020 წლის დასაწყისში თიბისიმ ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 2020 წლის საუკეთესო პროვაიდერად, Euromoney-მ კი ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მქონე ბანკად დაასახელა. ასევე, წელს თიბისიმ ვაჭრობის ფინანსირებისთვის სითი ბანკისგან 67 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42