ინდოეთში ცოცხლად დამარხული ახალშობილი სიკვდილისგან იხსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბიჭი მას შემდეგ გადაარჩინეს, რაც მისმა თანასოფლელებმა მიწის ზედაპირზე პატარა ბავშვის ფეხი აღმოაჩინეს.
ადგილობრივთა ინფორმაციით, მაშინ როდესაც მათ მიწის თხრა დაიწყეს, ბავშვის მოგუდული ტირილის ხმა შემოესმათ. ერთ-ერთი მაცხოვრებლის თქმით, მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს ტალახიანი ფეხი მიწაზე ხალხი მიხვდა რასთან ჰქონდა საქმე და მათ დაუყოვნებლივ იმოქმედეს, რაც საკმარისი აღმოჩნდა ახალშობილის სიცოცხლის გადასარჩენად.
შემზარავ ვიდეო კადრებზე ნათლად ჩანს თუ როგორ „ჩქარობენ“ ადამიანები პატარა ბიჭის მხრებით ამოყვანას მიწიდან. კადრებში ნაჩვენებია მამაკაცი, რომელიც ამოწმებს სუნთქავს თუ არა ბავშვი. სწორედ ამ დროს კი ბიჭი მოულოდნელად იწყებს მკლავებისა და ფეხების ამოძრავებას.
„მაშველებმა“ ბიჭი ახლომდებარე საავადმყოფოში მიიყვანეს. გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბავშვს დიდი რაოდენობით ტალახი ჰქონდა შთანთქმული, რაც მის სასუნთქ მილებს აფერხებდა და ბლოკავდა ჰაერის მიმოქცევას. ექიმების ჩარევით მისი მდგომარეობა დასტაბილურდა და დღემდე მედიკოსთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამავე სოფლის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ქალმა კი გამოთქვა სურვილი ბიჭის შვილად აყვანაზე.
მასალის გამოყენების პირობები






