ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისიმ სტუდია „ილუსტრატორთან" ერთად, საბავშვო აქტივობების ნაკრები - „მხიარული თავგადასავლების მუზეუმი" შექმნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:47, 01 Jun, 2020     1060

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თიბისიმ საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, საბავშვო აქტივობების ნაკრები - „მხიარული თავგადასავლების მუზეუმი" - შექმნა. შემეცნებით-გასართობ პროექტზე, რომლის მიზანიც ახალი თაობისთვის მუზეუმის სივრცეში დაცული კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე გზით გაცნობაა, სტუდია „ილუსტრატორმა" და ილუსტრატორებმა - თათია ნადარეიშვილმა და ეკა ტაბლიაშვილმა იმუშავეს.

ნაკრები რამდენიმე შემოქმედებით სავარჯიშოს აერთიანებს, რომლებიც თემატურად მუზეუმში დაცულ ისეთ კოლექციებს, ექსპონატებსა და ისტორიებს უკავშირდება, როგორებიცაა: სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში წარმოდგენილი ბიომრავალფეროვნების გამოფენა, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გამოფენილი ხალიჩა და ფარდაგი; შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი დავით კაკაბაძისა და ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები; მითი არგონავტების შესახებ და სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში დაცული მძივი ავგაროზი.

თითოეული აქტივობა პატარებს სთავაზობს სხვადასხვა ტექნიკას: ხატვას, ძერწვას, სტენსილს, ქსოვასა და ქაღალდით სამგანზომილებიანი წიგნის შექმნას.

ნაკრები აერთიანებს ვიდეო, ფოტო და ტექსტუალურ ინსტრუქციებს, რომლებიც დაწვრილებით უხსნის პატარა ავტორებსა და მათ მშობლებს - როგორ შექმნან საკუთარი ნამუშევარი და რა მასალაა ამისათვის საჭირო. ასევე, ყოველ დავალებას თან ახლავს ბავშვებისთვის ადაპტირებული, შემეცნებითი ტექსტები, რომელთა შექმნაში ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო განყოფილება იყო ჩართული.

„მხიარული თავგადასავლების მუზეუმი" თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის კომპანიისათვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და კულტურული მემკვიდრეობა.

ვიდეო-ტუტორიალი და ნაკრების გადმოსაწერი ბმული ნახეთ აქ - მხიარული თავგადასავლების მუზეუმი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42