საქართველოს ბანკი ფერმერების მხარდასაჭერად Visa-სთან, soplidan.ge-სთან და ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობას იწყებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:40, 01 Jun, 2020     969

1 ივნისი, 2020- საქართველოს ბანკი ადგილობრივი მეწარმეების, ფერმერების მხარდაჭერას განაგრძობს და ამ მიზნით Visa-სთან, soplidan.ge-სთან და ფერმერთა ასოციაციასთან ერთად კამპანიას იწყებს. კამპანიის მიზანია ფერმერთა მხარდაჭერა და მათთვის საკუთარი პროდუქციის რეალიზაციაში კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა. ასევე, კამპანიის მიზანია მომხმარებლისთვის სოფლის ნატურალური პროდუქტების შეღავათიან ფასში შეძენის შესაძლებლობის მიცემა. პირველ ქართულ ონლაინმაღაზია soplidan.ge-ზე 250 დასახელების მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტია განთავსებული, რაც ფერმერებს გასაღების ახალი ბაზრის მოპოვების მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს.

კამპანიის ფარგლებში, ის ვინც დღეიდან 1 ივლისის ჩათვლით საქართველოს ბანკის ვიზა ბარათით განხორციელებს გადახდებს, შენაძენზე 20%-იანი ფასდაკლებით ისაქრგებლებს. SOLO-ებზე კი 25%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. ასევე, კამპანიის პერიოდში საქართველოს ბანკის ვიზა ბარათით განხორციელებულ შენაძენზე მომხმარებელს გაორმაგებული PLUS ქულები დაერიცხება.

საქართველოს ბანკის, Visa-ს, soplidan.ge-ს და ფერმერთა ასოციაციის პარტნიორობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ფერმერთა მხარდაჭერაში, მოახდინონ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია, ასევე სოფლიდან.ჯი-სთან თანამშრომლობით უზრუნველყონ მომხმარებელთა მაღალი ხარისხით მომსახურება და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია.

ამ მიზნის მისაღწევად ფერმერების საჭიროებისა და გამოწვევების კვლევა ჩატარდება. ფერმერთა ასოციაცია მიწოდების ჯაჭვის გამართვისთვის უზრუნველყოფს ფერმერთა აღწერას, რაც გულისხმობს მათი პროდუქციისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და შეგროვებას.

„საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ფერმერების მხარდაჭერა, მათი ხელშეწყობა და წახალისება. პარტნიორებთან ერთად ამ კამპანიაში მონაწილეობის მიღებით გვსურს ხელი შევუწყოთ ფერმერებს, რაც შეიძლება მეტი პროდუქცია აწარმოონ და ჰქონდეთ გარანტირებული გასაღების ბაზარი მისი რეალიზაციისთვის. ფერმერებისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემა, რაც გამოიხატება საქართველოს ბანკის მომხარებლებისთვის საინტერესო შეთავაზების გაკეთებაში, ვფიქრობთ მნიშვნელოვნად შეუწყობს მათ ხელს რომ კიდევ უფრო მეტად გაზარდონ თავიანთი წარმოებული პროდუქტის ხარისხი და შესაბამისად, აამაღლონ კონკურენტუნარიანობა“-, აცხადებენ საქართველოს ბანკში.

”ჩვენ, ვიზაში, ვაცნობიერებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს მცირე და მიკრო ბიზნესი საქართველოს ეკონომიკაში და მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მათ. Visa Foundation-მა, ახლახანს გამოაცხადა გლობალური, 200 მილიონ დოლარიანი პროგრამის დაწყება, რომლის მიზანიც, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, მცირე და მიკრო ბიზნესის აღდგენა და მხარდაჭერაა. გარდა Visa Foundation-ის ძალისხმევისა, ჩვენ მხარი დავუჭირეთ რიგ ინიციატივებს, რომლებსაც ვახორციელებთ ადგილობრივ პარტნიორ ბანკებთან და მერჩანტებთან ერთად, როგორიცაა Soplidan.ge - საქართველოს ბანკისა და ფერმერთა ასოციაციის ერთობლივი კამპანია. ამ ინიციატივით, ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მწარმოებლებს, რათა შეძლონ თავიანთი პროდუქტის მომხმარებლამდე მიწოდება, რითიც თავის მხრივ, ვუწყობთ ხელს უნაღდო გადახდების განვითარებას ქვეყანაში”, - განაცხადა კრისტინა დოროშმა, ვიზას რეგიონალურმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42