როგორ ვისარგებლოთ აგროდაზღვევის პაკეტით
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:29, 01 Jun, 2020     1072
სოფლის მეურნეობაში მიწის დამუშავებას და მოსავლის მოყვანას, დიდ ძალიხმევასა და შრომასთან ერთად, უამრავი რისკიც თან ახლავს. ფერმერები მუდმივად დამოკიდებულნი რჩებიან ამინდზე, სტიქიამ და ამინდის ცვალებადობამ შესაძლოა მათი ნაშრომი რამდენიმე წუთში გაანადგუროს. უხვი ნალექის თუ ქარიშხალის შეჩერება ფაქტობრივად შეუძლებელია, არც მასზე ზემოქემედება შეუძლია ვინმეს. იმისათვის, რომ ფერმერები მარტო არ აღმოჩნდნენ ბუნების პირისპირ, თიბისი დაზღვევა მათ აგროდაზღვევის პაკეტს სთავაზობთ.

რას ითვალისწინებს აგროდაზღვევის პაკეტი

აგროდაზღვევა ფერმერებისთვის შეექმნილი და მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტია, რომელსაც თიბისი დაზღვევა სახელმწიფოსთან ერთად ახორციელებს. პაკეტის შეძენის შემთხვევაში, სახელმწიფო თანადამფინანსებლის როლშია და ფერმერს მხოლოდ ღორებულების ნაწილის გადახდაღა უწევს.

თიბისი დაზღვევა ფერმერებს ოთხ მნიშვენლოვან რისკს უზღვევს, ესენია -

· სეტყვა

· უხვი ნალექი და წყალდიდობა

· ქარიშხალი

· საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსის შემთხვევაში)

აგროდაზღვევის პაკეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის კულტურების დაზღვევა: ვაზი, ხეხილი, მარცვლეული, პარკოსანი, ბოსტნეული, ბაღჩეული, კაკლოვანი, სუბტროპიკული, კენკროვანი და ციტრუსი. ამ კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო პაკეტის ღირებულების 70%-ს აანაზღაურებს, ფერმერი კი მხოლოდ 30%-ს გადაიხდის, გამონაკლისი მხოლოდ ვაზია, სადაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 50%-ია.

როგორ შევიძინოთ აგროდაზღვევა

აგროდაზღვევის შეძენა შეუძლია ნებისმიერ ფერმერს, რომელსაც საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. პაკეტი განკუთვნილია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. მის შესაძენად კი სულ ორი მარტივი მოთხოვნაა დასაკმაყოფილებელი:

- აუცილებელია, რომ დასაზღვევი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული იყოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და ფერმერმა დაზღვევის შეძენისას წარმოადგინოს ეს დოკუმენტი;

- მიწის ნაკვეთის ფართი არ უნდა აღემატებოდეს 5 ჰექტარს. მარცვლეული კულტურა ამ შემთხვევაში გამონაკლისია და ლიმიტი 30 ჰექტარს შეადგენს. გასათვალისწინებელია, რომ ეს შეზღუდვა არ ვრცელდება კოოპერატივებზე.

აგროდაზღვევის პაკეტის ღირებულება სხვადასხვა კულტურის შემთხვევაში ცვალებადია. დაზღვეულ ფართში მოყვანილი მოსავალი საბაზრო ღირებულებითაა დაზღვეული. თიბისი დაზღვევა ფერმერებს გადახდის მათზე მორგებულ პირობებს და მოქნილ გრაფიკს სთავაზობს. გარდა ამისა, ფერმერებს სურვილის შემთხვევაში საშუალება აქვთ გადასახდელი თანხა სესხის სახით მიიღონ და წლის განმავლობაში, ეტაპობრივად დაფარონ.

ფერმერებს უკვე აქვთ შესაძლებლობა რისკების წინასწარი განსაზღვრით თავიდან აირიდონ ზარალი, თუ სტიქიური უბედურებები მათ მოსავალს ნაწილობრივ ან სრულად გაანადგურებს. თუმცა არსებობს რამდენიმე შემთხვევა, რომელთაც დაზღვევა არ ანაზღაურებს -

- მოსავლის აღების პრაქტიკის დაუცველობით გამოწვეული ზიანი;

- დაუზღვეველი რისკებით გამოწვეული ზიანი (მწერები, მღრღნელები, სოკოვანი და სხვა დაავადებები)

- ფერმერის მიერ განზრახ გამოწვეული ზიანი.

აგროდაზღვევის პაკეტის შეძენა შიდა ქართლისა და კახეთის მასშტაბით, თიბისი ბანკის ფილიალებშია შესაძლებელი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42