1-ლი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 18:40, 31 May, 2020     1716

ვერძი

საოცრად ამაღლებულ და ხალისიან განწყობასა გპირდებათ ეს დღე. ცხოვრება მართლაც მშვენიერია და დროა დატკბეთ და შეიგრძნოთ სიცოცხლის ფასი, ფასი ყოველივესი რაც განგებამ გაჩუქათ.

კურო

თქვენი სილაღე და სითბო გარშემომყოფების ყურადღებას მიიპყრობს, მრავალ კომპლიმეტსაც დაიმსახურებთ, შესაძლოა თქვენი მოხერხებულობა და მიზანდასახულობა არა მარტო მიბაძვის, არამედ შურის გამომწვევიც გახდეს ზოგიერთი ადამიანისთვის.

ტყუპები

თავად უნდა დააფასოთ საკუთარ მიღწევები. შეაქეთ საკუთარი თავი, იყავით მადლიერი იმ ახლობლების მიმართაც, რომლებმაც წვლილი შეიტანეს თქვენს წინსვლასა და წარმატებებში.

კირჩხიბი

ყველაფერი სწრაფი ტემპით ვითარდება, შესაძლოა ეს პროცესები მშენებლობას ან სხვა შემოქმედებით პროცესს უკავშირდებოდეს, ან გარკვეულ მღელვარებასთანაც იყოს კავშირში, მაგრამ საბოლოოდ ყოველივე შვებასა და წარმატებას მოგიტანთ.

ლომი

დღეს ახალი სტრატეგიის შემუშავების სურვილი გაგიჩნდებათ, თქვენი ენთუზიაზმი იმის დასტურია რომ უკვე განთავისუფლდით მტკივნეული წარსული მოგონებებისგან, გწამთ მშვენიერი მომავლის და აფასებთ რეალობას. ცხოვრება აღარ არის თქვენთვის მხოლოდ შავთეთრი.

ქალწული

განახლებისა და სიახლეების დრო. შესაძლებლობები მრავლადაა, ახლა ჭკვიანური იქნება კარგად დაფიქრდეთ და აირჩიოთ სამოქმედო გზა. საჭიროების შემთხვევაში კი კონსულტაციისთვის გამოცდილ ადამიანებს მიმართეთ.

სასწორი

დაიცავით ზომიერება, არ გამოიფიტოთ, შესაძლოა სიცარიელისა და უძლურების გრძნობა დაგეუფლოთ. ნუ განსჯით და ნუ გაკიცხავთ თქვენს თავს, იმისთვის, რომ სასურველი შედეგი ვერ მიიღეთ. ყველაფერი დროის ამბავია, მოითმინეთ და დაელოდეთ მოვლენების განვითარებას.

მორიელი

შეეცადეთ არ აჰყვეთ ფანტაზიებს და იცხოვრეთ რეალობაში. აღიდგინეთ ძალები, წონასწორობა, განავითარეთ თქვენი შესაძლებლობები და თქვენი ცხოვრება მიმართეთ არა მხოლოდ ახლობლების, არამედ თქვენივე კეთილდღეობისაკენ.

მშვილდოსანი

საკმარისი ძალები გაგაჩნიათ, რათა განახორციელოთ თქვენი გეგმები საკუთარ პროფესიულ ტერიტორიაზე. უცხო გარემოში კი სხვა გამოცდილება და სხვა სტრატეგია დაგჭირდებათ, ამიტომ გააფართოვეთ საზღვრები, დახვეწეთ სამოქმედო გეგმები და შეარჩიეთ თანამოაზრეები.

თხის რქა

გაამახვილეთ ყურადღება ირგვლივმყოფებზე, შესაძლოა ვიღაც თვალს გადევნებთ. ახლა გარდამტეხი პერიოდია თქვენს ცხოვრებაში, დაისახეთ ახალი მიზანი, სწორად გადაანაწილეთ თქვენი ძალები და გონივრული ნაბიჯებით იარეთ წინ.

მერწყული

შესაძლოა გარკვეული სიტუაციის ან შფოთის გამო ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღოთ, იყავით ფრთხილად, კარგად აწონ-დაწონეთ ყველაფერი, თუ საჭიროა დროც გააჭიანურეთ და მშვიდად, აუჩქარებლად მიიღეთ გადაწყვეტილება.

თევზები

გექნებათ შესაძლებლობა გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, თქვენს ირგვლივ ამისთვის საკმაო რესურსია. იმუშავეთ თვითშეფასების ამაღლებაზე. კარგი იქნება ვიზუალიზაციის ტექნიკების გამოყენება, განსაკუთრებით სასარგებლოა ლოცვა და მედიტაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42