"შეიძლება ჩვენი სფერო საერთოდ გაქრეს ამ ქალაქიდან" - გასართობი ბიზნესის წარმომადგენლები მერიისგან გამოუყენებელი სარეკრეაციო სივრცეების გადაცემას ითხოვენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:32, 26 May, 2020     1065
თბილისის კლუბებისა და ბარების მეპატრონეებმა დღეს ერთობლივი განცხადება-პეტიცია წარადგინეს.


მათ მიერ გავრცელებულ მიმართვაში საუბარია იმ მძიმე ვითარებაზე, რაც პანდემიამ შექმნა არა მხოლოდ ბარებისა და ღამის კლუბების შემთხვევაში, არამედ მთლიანად ტურიზმის სექტორში.


გასართობი ბიზნესის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან კონკრეტული სამუშაო გეგმის შედგენას, ასევე ფინანსურ დახმარებას და საგადასახადო შეღავათებს ითხოვენ. მათ თბილისის მერს ასევე სთხოვეს, რომ მათთვის გამოიყოს მიტოვებული რეკრეაციული ზონები, სადაც თავიანთ საქმიანობას ღია სივრცეში გადაიტანენ, რათა კორონავირუსის გავრცელება არ მოხდეს.

"დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს დახურული ბარების, კლუბებისა და მუსიკალური სივრცეების გახსნის თარიღი. ასევე ჩვენთან ერთად უნდა იქნას შემუშავებული რეგულაციები და დირექტივები, იმისთვის რომ ჩვენმა სექტორმა სრულიად შეძლოს თავისი ეკონომიკური როლის დაბრუნება, მინიმუმ აუცილებელია ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი გადასახადების კუთხით", - ნათქვამია განცხადებაში.

იმ შემთხვევისთვის, თუ კლუბებისა და ბარების მეპატრონეებს დახურული ობიექტების გახსნის შესაძლებლობა არ მიეცემათ, მათი წარდგენილი ინიციატივის თანახმად, უნდა მიეცეთ უფლება სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ცენტრალურ, მაგრამ გამოუყენებელ სივრცეებში შექმნან ქვეყნის საიმიჯო პროდუქტი "გადარჩენის პარკი", სადაც არსებული დახურული ბარები თავიანთ ღია ვარიანტებს წარმოადგენენ.

"შეიძლება ჩვენი სფერო საერთოდ გაქრეს ამ ქალაქიდან, გაქრეს სფერო, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში", - ამბობს კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42