რობერტ პატინსონი - ინგლისელი მსახიობი, მოდელი და მუსიკოსი. მან ითამაშა ედვარდ კალენის როლი „ბინდის საგაში“, რომელიც დაფუძნებულია სტეფანი მეიერის ამავე სახელწოდების რომანზე, ასევე - სედრიკ დიგორი ჰარი პოტერის შესახებ ორ ფილმში.

ჯენიფერ ლოურენსი - ამერიკელი მსახიობი. არის ოქროს გლობუსისა და ოსკარის ჯილდოების ლაურეატი.

მეთიუ მაკ-კონეჰი - ამერიკელი მსახიობი. 1990-იანი წლების დასაწყისში შესრულებული უმნიშვნელო როლების შემდეგ, მან მონაწილეობა მიიღო ფილმებში „მოკვლის დროა“ (1996), „კონტაქტი“ (1997) და „U-571“ (2000). 2013 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში „დალასის შემსყიდველთა კლუბი“, სადაც შიდსით დაავადებული კოვბოი ითამაშა. ამ როლისათვის მიიღო ოსკარი და ოქროს გლობუსი.

ლია მიშელი - ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, რომელიც ბრონქსში, ნიუ იორკში დაიბადა. მას განსაკუთრებული პოპულარობა ხვდა წილად სერიალი კლუბის შემდეგ, რომელშიც რეიჩელ ბერის როლს განასახიერებს.

მარკ ცუკერბერგი - სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელი და ბიზნესმენი, რომელიც ფორბსის 2017 წლის სექტემბრის მონაცემებით 71.5 მილიარდის მფლობელია. ცუკერბერგმა Facebook შექმნა თანაკურსელებთან, დასტინ მოსკოვიჩთან, ედუარდ სევერინთან და კრის ჰაგისთან ერთად ჰარვარდში სწავლის პერიოდში.

მასალის გამოყენების პირობები






