კომპანია ქარდის ბარათები 1 ივნისიდან გამოჩნდება ბაზარზე, ბარათში გაერთიანებული იქნება ყველა ის კომპანია, სადაც ავტომობილის მფლობელი შეიძლება მოხვდეს. ბარათის საშუალებით კი ის ყველა ასეთ კომპანიაში ფასდაკლებას მიიღებს. "მარტივად, თუ თქვენ გაქვთ ქარდი, ჩაასხამთ ბენზინს, გარეცხავთ ავტომობილს ან მიიღებთ მანქანის სერვისს ფასდაკლებით. ასევე, დაზღვევის შემთხვევაში, გერგებათ სოლიდური ფასდაკლება და ისარგებლებთ სხვა სერვისებით", — აცხადებენ სტარტაპის დამფუძნებლები. ბარათი 15 მიმართულებას აერთიანებს, სადაც პირველ ეტაპზე 300 კომპანია შევა, შემდეგ კი მათი რაოდენობა გაიზრდება. პირველი ბარათის გამოშვებიდან 3 თვეში დაემატება მობილური აპილიკაცია, სადაც მომხმარებლებს ყველა პარტნიორი კომპანიის შეთავაზების გაცნობა, მათი პროდუქციის შეძენა და უბრალოდ დროის დაზოგვა შეეძლებათ. ბარათის ღირებულება წელიწადში 100 ლარი ან თვეში 10 ლარი იქნება, ხოლო კომპანიებს შეეძლებათ, უფასოდ ჩაერთონ ქარდის მომსახურებაში და მათი პროდუქცია უფრო მეტ მომხმარებელს შესთავაზონ. როგორც სტარტაპის წარმომადგენლები ამბობენ, კომპანიებმა ქარდის მომხმარებლებს განსაკუთრებული პირობები უნდა შესთავაზონ, რადგან მომხმარებელმა ყოველდღიურ რეჟიმში მნიშვნელოვანი თანხა დაზოგოს და ამავდროულად განსაკუთრებული მომსახურება მიიღოს. ქარდში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე 300 000 ბარათის გაცემა იგეგმება და სურთ, მომხმარებელებს მნიშვნელოვანი თანხების დაზოგვაში დაეხმარონ. კომპანია სრულიად ქართული სტარტაპია და მიზნად ისახავს ერთის მხრივ კომპანიებისთვის ბრუნვის გაზრდას კორონავირუსის კრიზისის შემდგომ, მეორეს მხრივ კი მომხმარებლებისათვის მნიშვნელოვანი შეღავათების მიცემას. გარდა ამისა, მოხმარებლებს შეეძლებათ, ლაივ რეჟიმში ადევნონ თვალს, თუ სად და რა რაოდენობის თანხის დაზოგვა შეძლეს ბარათის მეშვეობით. ქარდის ბარათში ჩართული კომპანიები შეძლებენ ყოველ დღიურ რეჯიმში ეკონტაქტონ პოტენციურ კლიენტებს მობილური აპის მეშვეობით, შესთავაზონ მათ განსაკუთრებული პირობებო, ასევე განათავსონ მათი პროდუქცია და ადამიანებს მიცენ შესაძლებლობა ონლაინვე შეიძინონ მათი პროდუქცია ბარათში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ კომპანიას ვინც მოღვაწეობს საავტომობილო ბიზნესში და შექმნის სპეციალურ შეთავაზებას (ფასდაკლებას ან სხვა შეთავაზებას) სპეციალურად ქარდის მომხმარებლებისათვის, შესაბამისად გაიზრდება ყველა ასეთი კომპანიის ცნობადობა, გაეზრდებათ მათ ბრუნვა და მიიღებენ წვდომას სრულიად უფასოდ ადამიანების დიდ ჯგუფთან რომლებიც გაერთიანებული იქნებიან მობილურ აპლიკაციაში კომპანიის საკონტაქტო ინფო : 577030201
მასალის გამოყენების პირობები