ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ნიჭი და კრეატიულობა შვილებს მშობლებისგან გადაეცემათ. ხოლო ჩვენთვის ისედაც ცნობილია, რომ შვილები მშობლების „ანარეკლები“ არიან. გთავაზობთ სამი თაობის ულამაზეს ქალებს, ბებიებს, დედებს და შვილებს:
ტიპი ჰედრენი, მელანი გრიფითი და დაკოტა ჯონსონი

ტიპი ჰედრენი არის ამერიკელი მსახიობი, მოდელი და ცხოველთა უფლებების დამცველი. მან სახელი გაითქვა ალფრედ ჰიჩკოკის ფილმებში „ჩიტები“ და „მარნი“ შესრულებული როლებით. მისი შვილი, მელანი გრიფითი არის ამერიკელი მსახიობი და ანტონიო ბანდერასის ყოფილი მეუღლე. დაკოტა კი დონ ჯონსონისა და მელანი გრიფითის ქალიშვილია.
გალინა იოვოვიჩი, მილა იოვოვიჩი და ევერ გაბო ანდერსონი

ყველასთვის ცნობილი მილა იოვოვიჩი დაიბადა კიევში ეროვნებით რუსი გალინა ლოგინოვას ოჯახში. მილიცა, იგივე მილა იოვოვიჩი ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალი მსახიობია მსოფლიო კინემატოგრაფიაში. გალინას სილამაზის ხაზს მისი შვილიშვილი ევერ გაბო ანდერსონი აგრძელებს.
გეილი გასტონი, რობინ რაიტი და დილან პენი

გეილი გასტონმა მისი სამსახიობო მაშინ აღმოაჩინა, როდესაც მისი ქალიშვილი რობინ რაიტი უკვე ყველასთვის ცნობილი იყო. რობინ რაიტი სექსუალური ქალია, რომელსაც ქალიშვილი დილანი შონ პენისგან ყავს და გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მესამე თაობის ეს ულამაზესი ქალბატონი ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა.
მასალის გამოყენების პირობები






