ცენტრალური გათბობის სისტემებზე მოთხოვნილება მზარდია. შენდება ახალი შენობა-ნაგებობები, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები და ოფისები. იხვეწება გათბობის დანადგარებიც. სულ უფრო აქტუალურია სისტემის სწორი მონტაჟის საკითხი. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება კი ენერგიის ხარჯის მინიმალიზაციისკენ არის მიმართული.
როგორ შევარჩიოთ ცენტრალური გათბობა?
გათბობის სისტემის შერჩევას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. გასათვალისწინებელია შენობის ადგილმდებარეობა. მისი სითბოდანაკარგები, ფართი, ფანჯრების ზომა და რაოდენობა. სწორად უნდა შეირჩეს გათბობის კედლის ქვაბიც. იმაზე მეტი სიმძლავრის ქვაბი, ვიდრე თქვენს ფართს ესაჭიროება, არ ნიშნავს ეკონომიას. საშუალოდ 1 კვადრატული მეტრის გასათბობად 1 კილოვატი ენერგია უნდა იანგარიშოთ. სწორედ ასე ხდება საჭირო სიმძლავრის ქვაბის გამოთვლაც. მნიშვნელოვანია რადიატორების სწორი გადანაწილებაც, რომ სითბოც თანაბარად გავრცელდეს. უმჯობესია, დაგეგმვა პროფესიონალს მიანდოთ.
თერმოინდუსტრიის ცენტრალური გათბობის სისტემები
თერმოინდუსტრია გთავაზობთ ევროპული ხარისხის ცენტრალური გათბობის სისტემებს. რომლებიც ხელმისაწვდომია კომპანიის ხუთივე ფილიალში, როგორც თბილისში ისე საქართველოს რეგიონებში. თერმოინდუსტრია ექსკლუზიური პარტნიორია რიგი წამყვანი მწარმოებლებისა. კომპანიის ტექნიკური და საპროექტო გუნდი გეგმავს და ამონტაჟებს როგორც მცირე ინდივიდუალურ, ისე კომპლექსურ პროექტებს. როგორიცაა სხვადასხვა მრავასართულიანი სასტუმროების გათბობა-წყალმომარაგება. შერეული სისტემების მოწყობა, მაგალითად რადიატორული და იატაკის გათბობის კომბინაცია. გარდა ტრადიციული სისტემებისა, კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ახორციელებს განახლებადი ენერგიის სისტემების, მზის წყლის კოლექტორების მონტაჟს. რაც ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვასა და გარემოს დაბინძურების შემცირებას.
ცენტრალური გათბობის მონტაჟი
ცენტრალური გათბობის მონტაჟისას აუცილებელია გაზის სამსახურის ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინება. უსიამოვნო შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, კედლის ქვაბი უნდა განთავსდეს აივანზე, სამზარეულოში ან არასაცხოვრებელ ფართში, სადაც არის სარკმელი. თითოეული ქვაბი და მისი საკვამლე მილი უნდა დამონტაჟდეს ინსტრუქციის შესაბამისად. ელექტრო ენერგიის ძაბვის ცვალებადობა ხშირად აზიანებს გათბობის ქვაბის ელ.სქემას, რისთვისაც მას უნდა ჰქონდეს დამცავი ძაბვის რეგულატორი. მაგისტრალზე განთავსებული ფილტრები კი თავიდან აგაცილებთ სისტემაში მსხვილი ნაწილაკების მოხვედრას. თერმოინდუსტრია თავის მომხმარებელს ცენტრალური გათბობის სისტემების პროფესიონალურ მონტაჟს და შემდგომ მხარდაჭერას სთავზობს. კომპანიის თითოეულ ბრენდს აქვს ხარისხის შესაბამისი სერტიფიკატი და საგარანტიო საბუთი.
მასალის გამოყენების პირობები






