იმის მიხედვით, თუ რა მიმართულებით გსურთ უფრო რისკების შემცირება, შეგიძლიათ აირჩიოთ ავტომანქანის სრული დაზღვევა, მხოლოდ მძღოლის და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა, მხოლოდ მესამე პირთა მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა ან მხოლოდ ავარიის დაზღვევა. როგორც ხედავთ, დიდი არჩევანია. ახლა მთავარია გავარკვიოთ, რას მოიცავს თითოეული პაკეტი.
ავტომანქანის სრული დაზღვევა
დაზღვევის სრული პაკეტი ყველა იმ რისკს მოიცავს, რაც ავტომობილის ქონას უკავშირდება. ეს მძღოლებისთვის ყველაზე კომფორტული პაკეტია, სადაც მათ არ უწევთ ნერვიულობა სტიქიურ მოვლენებზე, ქურდობზე, მანქანის დაზიანებაზე თუ საგნების დაცემაზე. აქ ყველაფერი უკვე გათვალისწინებულია. პაკეტი ანაზღაურებს ავარიის დროს დაზიანებული საკუთარი თუ სხვისი მანქანების შეკეთებას. სრული დაზღვევის შეძენისას შეგიძლიათ მძღოლის გარაფში სხვა პირებიც მიუთითოთ, რომლებიც ასევე სარგებლობენ ამ ავტომანქანით.
ავტომანქანის სრული დაზღვევის შეძენისას თქვენ მიიღებთ დამატებით პაკეტსაც - ავარიის შემთხვევაში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაზღვევას როგორც მძღოლის, ასევე ყველა მგზავრისთვის. ასეთ შემთხვევაში მკურნალობის ხარჯებს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს. ეს საჭირო და აუცილებელი პაკეტია ყველასთვის, რადგანც საქმე ჯანმრთელობას ეხება.
ავტოდაზღვევის სრული პაკეტის შესაძენად მხოლოდ პირადობის მოწმობა დაგჭირდებათ. მისი შეძენა ონლაინ, ამ ლინკზე შეგიძლიათ. სრული პაკეტის შეძენისას თქვენ საჩუქრებიც გელოდებათ - ყველაზე საჭირო შემოთავაზება მძღოლებითვის - რეცხვის სერვისი პარტნიორ სამრეცხაოებში, სადაც შეგეძლებათ ავტომობილის დიდი ფასდაკლებით გარეცხოთ. გარდა ამისა, თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ავტოტექმომსახურება გზებზე დღე-ღამის ნებიმიერ მონაკვეთში. ეს სერვისი კი ყველაზე ცუდ მომენტში გადაგარჩენთ საწვავის ადგილზე მიტანით, ადგილზე საბურავის გამოცვლით, ავტომობილის დაქოქვით თუ ევაკუატორის მომსახრებით. ავტოდაზღვების სრული პაკეტი თქვენს სრულ სიმშვიდეს და კომფორტს ნიშნავს.
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა
ავტოპასუხისმგებლობის პაკეტი იმ შემთხვევებს აზღვევს, როდესაც თქვენი მიზეზით სხვისი ავტომობილი, ქონება ან ჯანმრთელობა ზიანდება. მესამე პირისთვის მიყენებულ ზარალს და გადასახდელ ხარჯებს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს.
ავტოპასუხისგებლობის პაკეტს თიბისი დაზღვევა ორი სხვადასხვა ლიმიტით გთავაზობთ - შეგიძლიათ აირჩიოთ 5 000 ლარიანი ან 10 000 ლარიანი ანაზღაურების ლიმიტი. ამის შესაბამისად თანხაც ყოველთვიურად 5 ან 10 ლარი იქნება. ამ სიმბოლური თანხის სანაცვლოდ შეგიძლიათ მშვიდად იმოძრაოთ თქვენი ავტომობილით, მთავარია არანაკლებ 21 წლის იყოთ და გქონდეთ მართვის მოწმობა.
D1 - ავტოავარისგან დაზღვევა
D1 ავტოდაზღვევა ყველაზე მარტივი და მნიშვნელოვანი პაკეტია. ის გაზღვევთ უმთავრესი რისკისგან - ავტოავარიისგან. ეს პაკეტი აერთიანებთ ავტოპასუხსიმგებლობის და ჯანმრთელობის დაზღვევებს და ყველაზე ხელმისაწვდომი და გამოსადეგი პაკეტია ყველა მძღოლისთვის.
თუ თქვენ ავტოდაზღვევის სრული პაკეტში გათვალისწინებულ რისკებს არასჭიროდ მიიჩნევთ და ყველა შემთხვევისგან დაზღვევა თქვენი მიზანი არ არის, ასევე არ გსურთ რომ დაზღვევაში ყოველთვიურად დიდი თანხა იხადოთ, მაშინ ეს პაკეტი ზუსტად თქვენზე იქნება მორგებული. მაშ ასე, რას ანაზღაურევს D1 დაზღვევა -
- თუ ავარიის დროს დაგიზიანდათ თქვენი ავტომობილი;
- თუ ავარიის დროს დააზიანეთ სხვისი ავტომობილი ან ქონება;
- თუ ავარიის დროს დააზიანეთ სხვისი ჯანმრთელობა -
D1 პაკეტის შეძენით, ამ ყველა შემთხვევისგან მიყენებულ ზარალს თიბისი დაზღვევა აგინაზღაურებთ. დაზღვევის შესაძენად თქვენ რამდენიმე მარტივ პირობას უნდა აკმაყოფილებდეთ -
- უნდა იყოთ არანაკლებ 25 წლის;
- უნდა გქონდეთ მანქანის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- თქვენი ავტომობლი გამოშვებული უნდა იყოს 2000 წლის ზემოთ.
რაც შეეხება ყოველთვიურად გადასახდელ თანხას, აქაც ლიმიტის მიხედვით შეგიძლიათ აირჩიოთ - ანაზღაურების 5 000 ლარიანი ლიმიტი თვეში 30 ლარი დაგიჯდებათ, ანაზღაურების 10 000 ლარიანი ლიმიტი კი 40 ლარი. როგორც ხედავთ D1 ავტოდაზღვევა ყველაზე მნიშვნელოვან რისკებს ძალიან იაფად აზღვევს. მისი შეძენა ონლაინ ამ ლინკზე შეგიძლიათ.
მასალის გამოყენების პირობები






