საქართველოს ბანკმა ციფრული ბარათი შექმნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:21, 15 May, 2020     1081


15 მაისი, 2020- საქართველოს ბანკმა მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტისა და უსაფრთხოების მიზნით ინოვაციური პროდუქტი- ციფრული ბარათი შექმნა. ციფრული ბარათი, არის ფიზიკური ბარათის ალტერნატივა იმავე შესაძლებლობებით. მის მისაღებად არაა საჭირო ფილიალში მისვლა. ბარათს ინტერნეტბანკიდან წამებში შეუკვეთავ და მომენტალურად შეძლებ მის გამოყენებას. აღნიშნული სიახლით სარგებლობა მობილური აპლიკაციით - მობილბანკითაც არის შესაძლებელი.

ინოვაციური, ციფრული ბარათი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას გადაიხადოს ყველგან, გაანაღდოს თანხა საქართველოს ბანკის ბანკომატებით (Apple Pay ან TSKAPP აპლიკაციებით); განახორციელოს გადახდა როგორც სავაჭრო ობიექტებში, ასევე ინტერნეტ მაღაზიებში ონლაინშოპინგისას. ბარათის საშუალებით შესაძლებელია გადაიხადოთ მგზავრობის საფასური ტრანსპორტში. ასევე, გამოიტანოთ თანხა ბანკომატიდან, გადარიცხოთ, შეიტანოთ ან ბარათზე ჩარიცხოთ თანხა. ბარათი კონვერტაციის მარტივად განხორციელების შესაძლებლობასაც იძლევა. ინოვაციური ბარათის საშუალებით მომხმარებელი PLUS ქულებსაც აგროვებს.

ციფრული ბარათი არის მულტისავალუტო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია იქონიოს როგორც ლარის, ასევე დოლარის და ევროს ანგარიში. ციფრული ბარათის აღებისას მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს როგორც VISA, ასევე MasterCard-ი.

„საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს, საკუთარ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის ინოვაციური პროდუქტები თუ სერვისები შესთავაზოს. ამჯერად ჩვენ მათ ციფრული ბარათი შევთავაზეთ, რაც მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, გადახდები კიდევ უფრო მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ განახორციელონ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენ აქტიურ რეჟიმში წარვადგენთ მომხმარებლისა თუ ბიზნესის ინტერესებზე მორგებულ სრულიად ინოვაციურ პროდუქტებს. საქართველოს ბანკი 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, რაც დიდი პასუხისმგებლობაა და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ოპერატიულად ვუპასუხოთ მომხმარებლის მუდმივადცვალებად მოთხოვნებს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42