საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწვყვეტილებით, ავტოიმპორტიორებს 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა პირველ სექტემბრამდე უხანგრძლივდებათ.
ფინანსთა მინისტრის მიერ გაცემული ბრძანების მიხედვით, იმ იმპორტიორების მიმართ, ვინც პირველ მაისამდე შემოიყვანა ავტომობილი და 90 დღის განმავლობაში არ გაუყვანია რეექსპორტზე ან სხვა საბაჟო პროცედურაში არ მოუქვევია, სანქციები გამოყენებული არ იქნება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებების მფლობელები საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგანაც თავისუფლდებიან.
მთავრობა იმპორტიორებს მოუწოდებს, 2020 წლის პირველ სექტემბრამდე უზრუნველყონ შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტი ან სხვა საბაჟო პროცედურაში მოქცევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაბამისი სანქციების შესახებ აფრთხილებს.
მასალის გამოყენების პირობები






