თუ კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვები კიდევ სამი თვით გაგრძელდება, 1 მილიონზე მეტ ფირმას მოუწევს გადარჩენისთვის ბრძოლა. 250 000-ზე მეტი ბიზნესი კი ვაჭრობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ერთ თვესაც ვერ გაუძლებს - ამის შესახებ ბრიტანელი ექსპერტები საუბრობენ.
ბიზნესი დიდ ბრიტანეთსი საფრთხის წინაშეა. ახალი კვლევის მიხედვით, ექვსი ფირმიდან ერთს მინიმუმ წელიწადი დასჭირდება აღსადგენად და ეს იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი ჩვეულ რიტმს მალე დაუბრუნდება.
ბორის ჯონსონმა გუშინ განაცხადა, რომ მათ ვისაც სახლიდან მუშაობა არ შეუძლიათ, სამსახურებს უნდა დაუბრუნდნენ. პრემიერმა წარადგინა კარანტინის გაუქმების გეგმა, რომელიც რამოდენიმე ეტაპად იყოფა. მეორე ეტაპი გულისხმობს მაღაზიების გახსნას და ზოგიერთი მოსწავლის სკოლაში დაბრუნებას, რაც პირველი ივნისისთვის იგეგმება.
კვლევაში ნათქვამია, რომ დარტყმა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა მიიღებს კოლოსალურია.
მასალის გამოყენების პირობები






