"ხელი ჰკრა და ფსიქოლოგიურად იძალადა, რის შემდეგაც ჩემმა შვილმა თვითმკვლელობა სცადა"- 13 წლის მოზარდის ოჯახი პოლიციელს ძალადობაში ადანაშაულებს
შემთხვევა - 12:24, 11 May, 2020     1529
13 წლის მოზარდის ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს. მათი თქმით, შემთხვავა ტყიბულში მოხდა, როცა გამოძახებაზე მოსულმა გამომძიებელმა ქალმა არასრულწლოვანი დააბულინგა და ხელიც ჰკრა.

ოჯახის მტკიცებით, ბავშვმა ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

მოზარდის დედა ბელა ასატუროვა დღეს პოლიციის განყოფილებაში შეიჭრა და პოლიციელის დასჯა მოითხოვა.

"ეკა ისაკაძემ, გამომძიებელმა, იძალადა ბავშვზე, როგორც ფსიქოლოგიურად ისე მორალურად. ისაკაძე ეუბნებოდა, შენ რომ ჩემი შვილი იყო, გაგგლიჯავდი შუაზეო. ბავშვმა სცადა თვითმკვლელობა, ჯერ აივნიდან გადახტომა, შემდეგ ტუალეტში ჩაიკეტა და უნდოდა ხელების გადაჭრა. ვეხვეწეთ, რომ რამე არ ჩაედინა", - აცხადებს ბელა ასატუროვა.

ადვოკატის ინფორმაციით, ეკა ისაკაძეს ტყიბულის პოლიციიის უფროსი მფარველობს. უფლედამცვალის თქმით, მაღალჩინოსანმა ოჯახს დაწერილი განცხადების უკან გატანა მოსთხოვა.

"ჩვენი მოთხოვნა არის ერთადერთი, რომ დაისაჯოს უმკაცრესად პოლიციის აღნიშნული თანამშრომელი, რადგან ის სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას 13 წლის მოზარდზე"- თქვა ლევან ჭელიძემ.

თავად გამომძიებელი, ეკა ისაკაძე ბრალდებებს უარყოფს.

"თუკი ვინმეს რაიმე კითხვა იქნება, ყველა შესაბამის ორგანოს გავცემ პასუხს. კარგად ბრძანდებოდეთ, ასეთი ფაქტი არ ყოფილა", - თქვა პოლიციელმა.

ნიუპოსტს" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42