კორონავირუსმა მთელი მსოფლიო შეაჩერა, მათ შორის საფეხბურთო სამყაროც. ყველა ჩემპიონატი „გაიყინა“ და ფეხბურთელები საცხოვრებელ სახლებს დაუბრუნდენ. თუმცა, გერმანელებმა ერთ-ერთმა პირველებმა გადაწყვიტეს ჩემპიონატის განახლება და დარჩენილი თამაშების ჩატარება. ეს სიახლე ეხება ქვეყნის ორ ჩემპიონატს ბუნდესლიგა 1-სა და ბუნდესლიგა 2-ს.
ბუნდესლიგა 2-ში მონაწილეობას იღებს დინამო დრესდენი. კლუბის ორ ფეხბურთელს, რომლებსაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდათ, ვირუსი დაუდგინდათ. ტესტზე დადებითი პასუხის შემდეგ მთლიანი კლუბი კარანტინში მოაქციეს. მიუხედავად ამისა, გერმანელები არ აპირებენ ჩემპიონატის ჩატარებასთან მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას. მეორე ბუნდესლიგა ჩვეულებრივ ჩატარდება, ხოლო დრესდენის დინამოს კარანტინი, მხოლოდ 2 მატჩზე იქონიებს გავლენას.
მასალის გამოყენების პირობები