მეცნიერების სენსაციური დასკვნა - ყავის დღემდე უცნობი თვისებები გულის დაავადებების სამკურნალოდ
ეს საინტერესოა - 15:32, 08 May, 2020     1370

ჟურნალ European Journal of Preventive Cardiology-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გაფილტრული ყავა შესაძლოა ძალიან სასარგებლო იყოს ადამიანების ჯანმრთელობისთვის.

ნორვეგიელმა მკვლევრებმა 20-დან 79 წლამდე 508 747 ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები შეაგროვეს და საშუალოდ 20-წლიანი მონაკვეთები შეისწავლეს.

როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში, გაფილტრული ყავის სმა დაკავშირებული აღმოჩნდა ნებისმიერი მიზეზით ნაადრევად სიკვდილის რისკის 15 პროცენტით შემცირებასთან. თუმცა, ეს მაჩვენებელი იკლებდა გაუფილტრავი ყავის შემთხვევაში - მამაკაცებს, რომლებიც გაუფილტრავ ყავას სვამდნენ, ეს რისკი 4 პროცენტით უმცირდებოდათ, ქალებს კი 9 პროცენტით.

გაუფილტრავ ყავასთან შედარებით, გაფილტრული ყავა დაკავშირებული აღმოჩნდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, გულის იშემიური დაავადებებითა და ინსულტით სიკვდილის რისკ-ფაქტორების შემცირებასთან. ჟურნალ European Journal of Preventive Cardiology-ში გამოქვეყნებულმა ამ კვლევამ შეამოწმა სხვა მრავალი კარდიოვასკულარული რისკ-ფაქტორიც.

გაფილტრული ყავისგან განსხვავებით, გაუფილტრავი ყავა შეიცავს ქოლესტერინის დონის ამწევი ფიტოქიმიური ნივთიერებების, სახელად დიტერპენების გაცილებით მაღალ რაოდენობას. შეიძლება, სწორედ ამით აიხსნას მისი შედარებით დაბალი ეფექტი.

კვლევის ავტორი, ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მკვლევარი ააგე ტვერდალი აღნიშნავს, რომ გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე გაფილტრული ყავის ეს ეფექტი უმნიშვნელოა ვარჯიშისა და წონის კონტროლის ეფექტთან შედარებით, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42