"ნიუპოსტმა" შეიტყო, რომ "კერხერ საქართველო" ერთ სულ მოსახლეზე გაყიდვებით მესამე ადგილზეა და დილერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე, ბრინჯაოს პრიზი მიიღო ამ დამსახურებისათვის.
ინფორმაციის გადასამოწმებლად "ნიუპოსტი" დაუკავშირდა "კერხერ საქართველოს" მარკეტინგის და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბატონ ირაკლი ანთიძეს, რომელმაც დაგვიდასტურა აღნიშნული ინფორმაცია და კომენტარისათვის "კერხერ საქართველოს" სათავო ოფისში, რომელიც უზნაძის 2–ში მდებარეობს, მიგვიწვია:
- ბატონო ირაკლი, საკამოდ საინტერესო ინფორმაციაა და ოდნავ არარეალურიც კი, რითი ახსნით ამ ფაქტს?
- არარეალურს ნამდვილად არაფერს ვხედავ ამაში... საქართველოში პროფესიონალური რეცხვისა და წმენდის საშუალებების ბაზრის თითქმის 80% - კერხერია! ამის გარდა, 2012 და 2013 წლებში, ჩვენ მნიშვნელოვანი ინტერვენცია დავიწყეთ საყოფაცხოვრებო ბაზარზე, რომელსაც დღემდე ვაგრძელებთ.
- საყოფაცხოვრებო სეგმენტზე? კერხერი ხომ მაღალი წნევის დანადგარებს აწარმოებს სამრეცხაოებისათვის...
- არამხოლოდ... რა თქმა უნდა, "კერხერი" საქართველოში პირველ რიგში ასოცირებულია მაღალი წნევით რეცხვის დანადგარებთან, და საერთოდ სიტყვა "კერხერი" გახდა მაღალი წნევის დანადგარის სინონიმი, თუმცა მინდა მოგახსენოთ, რომ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ საქონლისა, რასაც ჩვენ ვყიდით.
"კერხერი", ასევე აწარმოებს: მტვერსასრუტებს, იატაკის მოსარეცხ მანქანებს, იატაკის დასაგველ მანქანებს, ელექტროცოცხებს, წყლის ტუმბოებს, ავტოსამრეცხაო პორტალებს, ორთქლის მტვერსასრუტებს და თქვენ წარმოიდგინეთ, უთოებსაც კი!
15 წლის წინ, ჩვენ, როგორც დილერმა კომპანიამ, ყველაზე მარტივი და პრიმიტიული დანადგარებით დავიწყეთ და ეხლა ყველაზე რთულ და ტექნოლოგიურად დახვეწილ რობოტ–მტვერსასრუტებსაც კი ვყიდით.
- შთამბეჭდავია! ალბათ საქართველოს ბაზრის რეალიებში ადვილი არ იყო წარმატების მიღწევა?
- ნამდვილად ასეა! დღევანდელი სახით კომპანიის შექმნა მრავალი ადამიანის მძიმე შრომის შედეგია. ამ შრომის და კომპანიის ისტორიის შესახებ სჯობს კომპანიის თანადამფუძნებელსა და კომერციულ დირექტორს ბატონ კობა ჩაგელიშვილს მოვუსმინოთ.
- ბატონო კობა, სტანდარტულ შეკითხვას დაგისმევთ: რითი დაიწყეთ ბიზნესი?
კობა ჩაგელიშვილი:
–როგორც ჩვენი ერთერთი პარტნიორი ხუმრობს, სამი მტვერსასრუტით... რაც არცთუ ისე შორსაა რეალობისგან. ობიექტურად, რომ ვთქვა, ჩვენ ენთუზიაზმის გარდა არაფერი გაგვაჩნდა...
თავიდან დავიწყეთ მტვერსასრუტებისა და მაღალი წნევის დანადგარების რეალიზაციით. გვქონდა ერთი მაღაზია. დღეს ჩვენი ასორტიმენტი იწყება უმარტივესი საყოფაცხოვრებო მტვერსასრუტებით და მთავრდება ურთულესი პორტალური სამრეცხაობით ავტომობილებისათვის და რკინიგზისათვის.
ყოველივე ეს არამხოლოდ გამოცდილების დამსახურებაა, არამედ პროფესიონალთა ძლიერი გუნდისა, რომელიც ამ დროის განმავლობაში ჩამოყალიბდა ჩვენს კომპანიში.
- ბატონო კობა, ვინ არის თქვენი კლიენტურა, ძირითადად?
– მყიდველების ბაზამ ამ ხნის მანძილზე მართლაც რომ შთამბეჭდავ მოცულობას მიაღწია. იგი იწყება რიგითი ოჯახებით, რომელნიც ხარისხიან და საიმედო ტექნიკას ეძებენ, ჩვეულებრივი მცირე სამრეცხაოებით, საოჯახო სასტუმროებით და მთავრდება მსხვილი ინდუსტრიული დამკვეთებით, მაგალითად საშუალო და მსხვილი ქსელური სასტუმროები, სხვადასხვა საწარმოები, მათ შორის საკვებისა და ღვინის მწარმოებლები, მსხვილი ავტოცენტრები და სახელმწიფო სტრუქტურები, ისეთები, როგორებიცაა შინაგან საქმეთა და თავდცვის სამინისტროები და, რა თქმა უნდა, როგორც მთელს მსოფლიოში, მუნიციპალური დასუფთავების სამსახურები.
- ალბათ, რთულია ასეთ მნიშვნელოვან კლიენტებთან ურთიერთიბის აწყობა... როგორ ახერხებთ ამას?
- ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს! უშუალოდ მომხმარებელთან ურთიერთობის ტაქტიკა და სტრატეგია გარკვეულ წილად კორპორაციულ საიდუმლოს წარმოადგენს, მაგრამ ორ მომენტს მაინც ავხდი ფარდას: პირველ რიგში, ჩვენი უპირატესობა სერვისში მდგომარეობს.
გერმანული მხარე არ გვაძლევს რაიმე ნივთის გაყიდვის უფლებას, თუ არ გვყავს შესაბამისად დატრენინგებული ტექნიკოსი, რომელსაც მომზადება გერმანიაში, "კერხერის" აკადემიაში აქვს გავლილი.
ასე, რომ ჩვენ გერმანულ ხარისხს, სრულყოფილ და კომპეტენტურ, როგორც საგარანტიო, ისე გარანტიის შემდგომ მომსახურებასაც ვთავაზობთ.
მეორე "საიდუმლო" კი ისაა, რომ ჩვენ არა უბრალოდ ვყიდით პროდუქციას, არამედ წმენდისა და დასუფთავების გადაყვეტილებებს ვთავაზობთ მომხმარებელს. პირველ რიგში ეს გამოიხატება მომხმარებლის პრობლემისა და საჭიროების შესწავლაში, რომელსაც შემდგომ სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე უტარდება შესაბამისი ანალიზი და მხოლოდ ამის შემგომ მზადდება შეთავაზება მომხმარებლისთვის.
ტექნიკური პერსონალის გარდა, რეგულარულ ტრენინგებს ასევე გაყიდვების მენეჯერები გადიან, ეცნობიან რა სიახლეებს პროდუქციაში. ეს გვაძლევს საშულებას, არამხოლოდ სწორედ შევურჩიოთ აპარატი მყიდველს, არამედ გაყიდვის შემდგომ დავატრენინგოთ ის პირები, ვინც უშუალოდ იქნება ამა თუ იმ მოწყობილობის ოპერატორი.
- ეგება, სამომავლო გეგმებიც გაგვიჟღეროთ...
- როგორც ჩემმა კოლეგამ უკვე აღნიშნა, ჩვენ ვაგრძელებთ საყოფაცხოვრებო ბაზარზე ექსპანსიას, ამ ნაბიჯის ფარგლებში გვაქვს დაგეგმილი უამრავი ღონისძიება, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის სულ მალე გახდება ცნობილი.
- გმადლობთ ბატონო კობა! ისღა დაგვრჩენია, თქვენ და თქვენს გუნდს წარმატებები გისურვოთ.
ამ ინტერვიუში გაჟღერებული ფაქტები რომ უკვე არსებული რეალობაა, თავად დავრწმუნდით და იგივეს გაკეთება მკითხველსაც შეუძლია. და იმ შემთხვევაში, თუ სამომავლოდ დასახული გეგმებიც ისეთივე წარმატებით შესრულდება, როგორც, ვთქვათ, უკვე წარსულში დარჩენილი გეგმები შესრულდა, ფაქტია, რომ "კერხერი საქართველო" ერთერთია იმ კომპანიებიდან, რომლებიც საქართველოს ბაზარზე არსებული მთელი რიგი სირთულეების მიუხედავად, დინამიურად ვითარდება და კიდევაც აღწევს წარმატებას.
ანანო კვაჭანტირაძე, „ნიუპოსტი“.
მასალის გამოყენების პირობები






