თუ აქამდე ფიქრობდით, რომ პრიმატების ქცევები ადამიანებისას ჰგავს, შეგიძლიათ იხილოთ მთის გორილების მხიარული სიმღერა და გაზებზე გასვლა ჭამის დროს. დოკუმენტური ფილმის შემქმნელებმა „ჯაშუში“ რობოტი გორილები შეუშვეს მთის ნამდვილი გორილების ჯგუფში, რათა უნიკალური კადრები გადაეღოთ. რობოტები იმდენად დამაჯერებლები იყვნენ, რომ მთის გორილებმა ისინი თავიანთ ჯგუფში მიიღეს.
იმისათვის, რომ გადაეღოთ „ჯაშუში ველურ ბუნებაში 2“, რომელშიც უნდა აღბეჭდილიყო ცხოველების ცხოვრება ახლოდან, ჯონ დოუნერ წარმოებას მოუწია კამერების უხილავად მიტანა ცხოველთა სამყაროში. ამისთვის მათ ჰიპერ-რეალური რობოტი გორილები შექმნეს, რომლებიც ნამდვილ გორილებს შეერივნენ და მათზე თვალთვალი დაიწყეს.
პროდიუსერი მეტ გორდონი და მისი გუნდი მიხვდა, რომ მათ სჭირდებოდათ წარმოუდგენელი დეტალების შექმნა რობოტებისთვის, რათა გორილები დაერწმუნებინათ, რომ ისინი რეალურები იყვნენ. „მხედველობითი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია გორილებში. თქვენ ნახავთ პირველ ეპიზოდში, რომ გორილები ჩვენს ჯაშუშ გორილებთან მოდიან და პირდაპირ თვალებში უყურებენ.“ - აღნიშნავს გორდონი.
ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ შეექმნა ისეთი რობოტი გორილა, რომელიც არ დაიწყებდა მამრობითი სქესის დომინანტ ცხოველთან შეჯიბრებას. საბოლოოდ ის მეტად მორჩილი იყო, ვიდრე დომინანტი, რის გამოც პრიმატმა ის მიიღო და დანარჩენ გორილებს შეატყობინა, რომ მაიმუნების არმიისთვის „უცხო“ უსაფრთხო იყო.
საბოლოოდ, სანამ რობოტებს უგანდის მასიურ ტყეში შეუშვებდნენ, ჯგუფი უნდა დარწმუნებულიყო, რომ რობოტებს ნამდვილი გორილის სუნი ჰქონდათ.
2016 წლის კვლევის შემდეგ მეცნიერებმა იცოდნენ, რომ გორილები ჭამის დროს მღეროდნენ, თუმცა ამის დამადასტურებლად, მხოლოდ აუდი ჩანაწერები არსებობდა. გორდონის ჯგუფმა კი პირველად შეძლო მაღალ ხარისხში გადაეღო გორილების ცხოვრება ძალიან ახლოდან. 2016 წლის კვლევის მიხედვით ასევე ცნობილი იყო, რომ ბებერი გორილები უფრო მეტად მღეროდნენ ჭამის დროს, ვიდრე ახალგაზრდები და ასევე მამაკაცი გორილები უფრო ხშირად მიმართავდნენ გართობის ამ ხერხს, ვიდრე ქალი პრიმატები.
ანიმაციურმა პრიმატი ისე იყო შექმნილი, რომ მასაც შეძლებოდა მკერდზე ხელების რტყმა. ეს უფრო მეტად დაახლოებდა მათ რეალურ გორილებთან. ამის შედეგი იყო ის, რომ რობოტი პატარა გორილასთან თამაშობდა და ეს საყვარელი კადრები კამერაზეა აღბეჭდილი.
მსგავსი ხერხით ცხოველთა სამყაროს ახლოდან გაცნობა სხვა ცხოველებშიც იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები






