ვერძი
სიამოვნებას განიჭებთ საოჯახო საქმეების შესრულება, სრულიადაც არ იქნება ეს თქვენთვის დღეს დამღლელი და მოსაბეზრებელი, პირიქით გახალისდებით კიდეც.
კურო
შესაძლოა სტუმრები გეწვიონ, მათთან შეხვედრა და წარსულის სასიამოვნო მოგონებები სიმშვიდითა და სიფერადით ავსებს თქვენს სულს.
ტყუპები
შეეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ და გაუფრთხილდეთ ახლობლების ემოციურ მდგომარეობას, ნუ დაატეხავთ მათ რისხვასა და აგრესიას, ნუ დაუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას. ახლა საუკეთესო იქნება განმარტოვდეთ და რაიმე საინტერესო საქმე აკეთოთ.
კირჩხიბი
მოუფრთხილდით ჯანმრთელობას. სასურველია შეადგინოთ მოქმედების გეგმა, განრიგი და გონივრულად გადაანაწილოთ დრო საქმიანობისა და დასვენებისათვის.
ლომი
სასურველია მიხედოთ თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და გადაღლას. საყვარელი ადამიანები მზრუნველობით გაგახარებენ.
ქალწული
ყურადღება გაამახვილეთ მინიშნებებზე და მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას. ნელნელა ყველაფერი უკეთესობისკენ წავა.
სასწორი
გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა ნათესავებთან, მოერიდეთ კონფლიქტებს და თქვენი დაუფიქრებელი საქციელით საფრთხეს ნუ შეუქმნით თქვენს ურთიერთობებს.
მორიელი
მოერიდეთ საეჭვო ადამიანებს. შეგიძლიათ ცვლილებები შეიტანოთ პირად ურთიერთობებში და წამოიწყოთ ახალი რომანი. გააფართოეთ ნაცნობობის წრე, მთავარია მოინდომოთ და ყველაფერი გამოგივათ.
მშვილდოსანი
დაგიფასდებათ ძალისხმევა, თუმცა ერიდეთ ზედმეტ პასუხისმგებლობას და მნიშვნელოვანი საქმეები კოლეგიალურად გადაწყვიტეთ. კარგი იქნება დაკავდეთ ახალი ფინანსური წყაროების მოძიებით.
თხის რქა
მოუსმინეთ რჩევებს და ვითარების გათვალისწინებით დაგეგმეთ საქმეები, ფინანსურ საკითხებს უფრო სერიოზულად მიუდექით. ყოველი დეტალი გათვალეთ.
მერწყული
შესაძლოა წამოიწყოთ საქმე, რომელიც ახლა არავითარი სარგებლის მომტანი არ იქნება. სჯობს ძველ საქმეებს მიხედოთ და სიახლეები მომავლისთვის გადადოთ.
თევზები
ნებისმიერ საქმეს გაართმევთ თავს. თუმცა ეს ადვილი არ იქნება, ყველაფრის მიუხედავად შეძლებთ დიდებულად წარმოაჩინოთ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები.
მასალის გამოყენების პირობები






