ედმუნდ მარკ ჰუპერს მიშელ პრიმუსთვის 517 000 $ უნდა გადაეხადა, მას შემდეგ რაც სანაძლეო ყველასთვის ცნობილ თამაშში - „ქვა, ქაღალდი და მაკრატელი“ წააგო.
„ქვა, ქაღალდი და მაკრატელი“ ყველას გვითამაშია. ბევრჯერ მას სანაძლეოს მნიშვნელობა ენიჭებოდა და გამარჯვებულს გარკვეული პრიზი ელოდა, მაგალითად ქუჩის ფეხბურთში გამარჯვებული დაიწყებდა თამაშს, თუმცა ნახევარი მილიონი დოლარის ბედის ამ თამაშით გადაწყვეტა რთულად წარმოსადგენია. როგორც ჩანს ეს დაუჯერებელი სულაც არ არის. 2011 წელს ედმუნ მარკ ჰუპერმა 517 000 დოლარი სწორედ „ქვა, ქაღალდი და მაკრატელის“ თამაშში წააგო.
კვებეკური კანონმდებლობის მიხედვით სანაძლეოს კონტრაქტის მნიშვნელობა მაშინ ენიჭება, თუ კონკრეტულ აქტივობას „სჭირდება შესაძლებლობები ან ფიზიკური ძალისხმევა მხარეების მხრიდან“ და არ არის მხოლოდ შანსებზე დამოკიდებული. ამასთან გაკეთებული ფსონი მეტისმეტად ჭარბი არ უნდა იყოს.
სასამართლომ იმსჯელა ზემოაღნიშნული თამაში იღბალზე იყო დამოკიდებული თუ შესაძლებლობებზე. პირველმა ინსტაციამ გადაწყვიტა, რომ თამაშისთვის მნიშვნელოვანი იყო ხელის სისწრაფე, სტრატეგიის არსებობა, დაკვირვების მგრძნობელობა ადამიანში, შესაბამისად მასში გამარჯვებას გარვეული შესაძლებლობები სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა, თუმცა გაკეთებული ფსონი მეტისმეტად ჭარბი იყო კონკრეტულ შემთხვევაში, რის გამოც ორ მხარეს შორის გაკეთებულ სანაძლეოს კონტრაქტის მნიშვნელობა არ მიანიჭა.
მასალის გამოყენების პირობები






