როდესაც ყველაზე გრძელ ცხოველზე ვსაუბრობთ, ალბათ ლურჯი ვეშაპი ან ზღვის გიგანტური კალმარი გვახსენდება,
თუმცა მეცნიერებმა ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროებზე აღმოაჩინეს უცნაური ქმნილება, რომლის სიგრძე ზემოთ ნახსენებ ორივე ცხოველზე მეტია. ეს არის საზღვაო სპირალური ორგანიზმი, რომელსაც სიფონოფორი უწოდეს.
მეცნიერების მიერ აქამდე აღმოჩენილ ორგანიზმებს შორის ყველაზე გრძელი 26 მეტრის საცეცების მქონე მედუზა იყო. ხოლო ყველაზე მასიურ ცხოველად ლურჯი ვეშაპია მიჩნეული. ყველაზე დიდი წყალში მცხოვრები ორგანიზმი 26 მეტრის საცეცების მქონე მედუზა იყო.
სიფონოფორი უცნაური ორგანიზმია: ის ინდივიდუალური მიკროსკოპული ცხოველების, ზოოიდების გიგანტური კრებულია, სადაც თითოეული ზოოიდი გაყოფით მრავლდება და კოლონიას წარმოქმნის.
ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროს სიღრმეებში მეცნიერებმა 30-მდე ახალი სახეობა აღმოაჩინა. ამასთანავე მკვლევრებმა წყალში, სპეციალური ფილტრებით დნმ-ის ნარჩენები და მიკრონაწილაკები შეაგროვეს. ნარჩენებს ლაბორატორიაში სეკვენირებას გაუკეთებენ.
როდესაც საუბარია სიფონოფორებზე, უნდა გავითვალისწინოთ რომ ჩვენ არ აღვნიშნავთ ერთ კონკრეტულ ცხოველს, არამედ პატარა კლონებს, ზოოიდებს, რომლებიც ქმნიან კოლონიას. ამ ზოოიდებს კი ყველას ერთნაირი დნმ აქვთ.
სიფონოფონური კოლონიის ზოოიდების გენეტიკური იდენტობის მიუხედავად ყველა ზოოიდი ზუსტად ერთნაირი არაა და ყოველი ზოოიდი სპეციფიურ როლს ასრულებს. ზოგი მათგანი იკვებება, ზოგი დაცურავს, ზოგი კი გესლიანია და მაშინ ერთვება საქმეში, როდესაც მისი გამოყენებაა საჭირო.
სიფონოფორის ზომა დაახლოებით 120 მეტრია, თუმცა ამის დაზუსტებით თქმა შეუძლებელია, რადგან მის ზუსტ ზომაზე ვერც მკვლევარები საუბრობენ.

მასალის გამოყენების პირობები






