ეს ისეთი პროგრამაა, რომლის გამოც ჩვენ გვერდში ძალიან ბევრი გვიდგას და დაგვიდგება - ნათია თურნავა ეკონომიკის მხარდამჭერი გეგმის შესახებ
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:17, 01 May, 2020     1831

ოპოზიციას სათქმელი არ დავუტოვეთ - ეს არის ადამიანების სასწრაფოდ შველის და ხანძრის ჩაქრობის პროგრამა - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკის მხარდამჭერი გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, ეს ისეთი პროგრამაა, რომლის გამოც მთავრობას გვერდში ძალიან ბევრი დაუდგება.

„ხან გვესმის, რომ ეს არის გაჭირვების, შველის პროგრამა და არა ეკონომიკური, არამედ სოციალური პროგრამა. დიახ, ეს არის გაჭირვებაში მყოფი ადამიანების სასწრაფოდ შველის და ხანძრის ჩაქრობის პროგრამა. ეს არის მათ შორის ეკონომიკის შველის პროგრამა და მთავარია სოციალური მიმართულება. ხან გვესმის, რომ წინასაარჩევნო პროგრამაა ანუ ეს, როგორც კომპლიმენტი ისე უნდა გავიგოთ იმიტომ, რომ წინასაარჩევნო მათი გაგებით ნიშნავს მიმზიდველს და მართლაც, ეს ისეთი პროგრამაა, რომლის გამოც ჩვენ გვერდში ძალიან ბევრი გვიდგას და დაგვიდგება. მოსახლეობაც ხედავს ამას და ბიზნესიც ხედავს ამას. ხან გვესმის, რომ ეს არის სასწრაფოდ მიღებული ზომები. ეს არის არამარტო ყოვლისმომცველი ანტიკრიზისული პროგრამა, ეს არის დროულად მიღებული ზომები, დროულად მიღებული დახმარება საფინანსო ინსტიტუტებიდან, დროულად შეთავაზებული მექანიზმები და ფინანსური დახმარება მოსახლეობას, სხვადასხვა ფენას და ბიზნესს.

ასე რომ, ისევ ვამბობ: უკეთ მოემზადონ, გაეცნონ პროგრამას. ნებისმიერ კონსტრუქციულ დიალოგში და პოლემიკაში აუცილებლად შევალ. ნებისმიერ კონსტრუქციულ შემოთავაზებას გავითვალისწინებთ იმიტომ, რომ კორონავირუსი ისეთი გამოწვევაა, რომლის წინაშეც ყველანი უნდა ვიყოთ კონსოლიდირებული. საღი აზრი მისაღებია, არ მივიღებთ პოპულიზმს, კორონავირუსის პოლიტიკური კონიუნქტურით გამოყენების მცდელობას და არ მივიღებთ პოლიტიკურ სპეკულაციებს“,-განაცხადა ნათია თურნავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42