ევროპაში, ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის მაჩვენებლით, საქართველო ლიდერობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:32, 07 Nov, 2013     4397

ლონდონში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობის (WTM) ფარგლებში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, ტურიზმის სექტორზე პასუხისმგებელი მინისტრების სამიტი გაიმართა. აღნიშნულ სამიტზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა სიტყვით გამოვიდა, მან საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოში ტურიზმის განვითარების ტენდენციები და ბოლო დროს ტურიზმის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო.

თავის მოხსენებაში გიორგი სიგუამ ასევე ისაუბრა სოციალური მედიის როლსა და მნიშვნელობაზე „აბრეშუმის გზის“ პოპულარიზაციაში.

როგორც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს , საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია UNWTO-სთან თანამშრომლობა, რადგან ხსენებული რანგის სამიტებში მონაწილეობა კარგ პლათფორმას წარმოადგენს ქვეყნის მიღწევების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.

„ამ კუთხით გამოვყოფდი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მთავარ წლიურ გამოცემას:  UNWTO Tourism Highlight-ში საქართველოს მოხვედრას, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ქვეყანა. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მიმართ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობის კუთხით, რადგან ხსენებული გამოცემები მეტად სარწმუნო და გავლენიან ინფორმაციის წყაროს წარმოადგენენ ტურიზმის მსოფლიო ინდუსტრიაში“- განაცხადა გიორგი სიგუამ.

 

ტურიზმის მინისტერიალი, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ  გახსნა. სამიტის ფარგლებში ტალებ რიფაი  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი სიგუას შეხვდა, მათ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე (UNWTO World Tourism Barometer) ისაუბრეს, სადაც საქართველოში მოგზაურების რაოდენობის ზრდა არის შეფასებული, როგორც ევროპაში ყველაზე მაღალი. 

 

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს, ზიმბაბვესა და ზამბიაში გამართულ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მე-20 გენერალური ასამბლეის ფარგლებში მოხდა საქართველოს მეორე ვადით არჩევა ევროპის რეგიონალური კომისიის ვიცე-თავმჯდომარედ. საქართველო 2011 წლიდან არის ამავე ორგანიზაციის სტატისტიკისა და სატელიტური ანგარიშების კომიტეტის წევრი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42