ყვარელში მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:30, 07 Nov, 2013     1295

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, შოთა მურღულიამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. რეგიონებში განსახორიცლებელი პროექტების ფონდიდან ყვარელს წელს ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 3 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება გამოეყო.  

„ეს შარშანდელ დაფინანსებაზე 1 მილიონ 300 ათასი ლარით მეტია,“ - განაცხადა შოთა მურღულიამ, - „წელს ყვარლის მუნიციპალიტეტში გადაიჭრება 8 დიდი სოფლის წყალმომრაგების პრობლემა, რაც ათწლეულების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა, რამდენიმე სოფელში დაიგება ხარისხიანი გზები. კაპიტალური სამუშაოები მიმდინარეობს ილიას ტბაზე, სადაც არ იყო გათვალისწინებული ის ძირითადი საფრთხე, რომელსაც მდინარე უქმნიდა აქაურობას. შედეგად, რამდენიმე თვის წინათ განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა, ფაქტობრივად, გზა წაიღო. ახლა კეთდება შესაბამისი გამაგრება, ჯებირები, რომ მომდევნო ძლიერი წვიმების დროს აქაურობა დაცული იყოს. შეიძლება ითქვას, რომ ეს წელი ყვარლისთვის და მისი სოფლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წელია.“

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ყვარლის მუნიციპალიტეტში წელს 12 პროექტი ხორციელდება.  

„ეს პროექტები სამი სახის პრობლემების გადაჭრას ემსახურება, ესაა: საავტომობილო გზების მოწესრიგება, სასმელი წყლების რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრი სამუშოები,“ - განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა აკაკი ნათალიშვილმა, - „ამჟამად, თითქმის ყველა პროექტი დაწყებულია, სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და, დარწმუნებული ვარ, შედეგებიც კარგი იქნება“.

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42