ბიზნესი საზოგადოების მხარდასაჭერად - „მაგნიტი“ ახალ, მასშტაბურ ფასდაკლების აქციას იწყებს!
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:09, 24 Apr, 2020     1767


ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ მაქსიმალურად ცდილობს, მოსახლეობას გვერდით დაუდგეს და რთული პერიოდის გადალახვაში დაეხმაროს. რეგიონებში არსებულ განსაკუთრებით რთულ ეკონომიკურ ვითარებას კომპანია საკუთარი მისიის, „ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას“, განხორციელებით ეხმაურება. შესაბამისად, სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მომხმარებლებს ყოველდღიურად გრანდიოზულ ფასდაკლებას შესთავაზებს.

27 აპრილიდან, „მაგნიტის“ ნებისმიერ მაღაზიაში, მომხმარებლებს ყოველდღიურად საშუალება ექნებათ, ერთ ყველაზე მოთხოვნად კატეგორიაზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ. ფასდაკლება სხვადასხვა დღეს სხვადასხვა კატეგორიაზე შემდეგნაირად გავრცელდება: ორშაბათი - რძის პროდუქტები, სამშაბათი - ხორცპროდუქტები, ოთხშაბათი - გაყინული ნახევარფაბრიკატები, ხუთშაბათი - ყავა/ჩაი, პარასკევი - ქიმია-ჰიგიენის საშუალებები, შაბათი - ალკოჰოლური სასმელები, კვირა - უალკოჰოლო სასმელები.

ყოველდღიურად 20%-იანი დანაზოგი ამ რთულ ვითარებაში მოსახლეობისთვის საკმაოდ დიდი შეღავათი იქნება.

„აღნიშნული აქცია არის ის ქმედება, რაც დღეს ბიზნესმა საზოგადოების მიმართ უნდა გამოიჩინოს. 20%-იანი ფასდაკლების აქცია არ არის პირველი ნაბიჯი, რაც კომპანიამ საზოგადოების მხარდასაჭერად გადადგა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტში“ ყველაზე მოთხოვნადი დაფასოებული პროდუქტები, მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი, ზეთი და ფქვილი ფასნამატის გარეშე იყიდება. ვალუტის კურსი გავლენას ახდენს პროდუქციის ფასზე, თუმცა, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ჩვენს მომწოდებლებთან და ვცდილობთ პროდუქტებზე ფასების შენარჩუნებას, რათა ცვლილებები რაც შეიძლება უმტკივნეულოდ აისახოს მომხმარებელზე“, - აცხადებს „მაგნიტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ია ნადირაშვილი.

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 210-ზე მეტი ფილიალი აქვს და 4500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42