პირველი სამი თვის განმავლობაში დაზღვევის შეძენისას ღირებულების 50%-ს “ჯიპიაი ჰოლდინგი” დააფინანსებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:50, 24 Apr, 2020     1266


შეთავაზება ავტომობილებისა და ჯანმრთელობის ინდივიდუალურ დაზღვევაზე ვრცელდება

ოჯახის ექიმისა და სპეციალისტების დისტანციური კონსულტაციების 100%იანი დაფინანსება, სადაზღვევო პაკეტის მიუხედავად

ანაზღაურების სრული პროცესი ონლაინ პორტალით და აპლიკაციით

საჭიროებისას კონსულტაციებისა და კვლევების დაგეგმვა პროვაიდერ კლინიკებში, პაციენტის უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით

აუცილებლობისას ექიმის ვიზიტისა და ლაბორატორიული ნიმუშების აღების ორგანიზება ბინაზე, პაციენტის უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით

22 აპრილი, თბილისი, საქართველო: “ჯიპიაი ჰოლდინგი” დაზღვევის შეძენის მსურველებს სამ თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. კომპანია ახალ მომხმარებლებს პირველი სამი თვის განმავლობაში დაზღვევის საფასურის 50%-ს თავად დაუფარავს. შეთავაზება ვრცელდება როგორც ჯანმრთელობის, ისე ავტომობილების ინდივიდუალურ დაზღვევაზე. ჯიპიაიში აცხადებენ, რომ კრიზისის ფონზე დაზღვევით მიღებული დაფინანსება და ანაზღაურება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს და ამ ახალი ინიციატივით, სურთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება, ჩაერთონ სადაზღვევო სისტემაში და ისარგებლონ დაზღვევით გათვალისწინებული სარგებლით.

სამთვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებს ყველა ის ადამიანი, ვინც “ჯიპიაიში” ჯანმრთელობისა და ავტომობილის დაზღვევის პაკეტს ინდივიდუალურად შეიძენს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველა ახალი მომხმარებელი შეძლებს გამოიყენოს ის დისტანციური სერვისები, რასაც კომპანია დაზღვეულებს სთავაზობს, მათ შორის სპეციალისტის სატელეფონო კონსულტაციას 100%-ანი დაფინანსებით, საჭიროების შემთხვევაში ექიმისა და ლაბორატორიის მომსახურებას ბინაზე.

პაატა ლომაძე, “ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი : “დღეს ადამიანებს ორი მთავარი საზრუნავი აქვთ - სიმშვიდის შენარჩუნება და ჯანმრთელობის შენარჩუნება - დაზღვევა სწორედ იმაში ეხმარება ადამიანებს, რომ დაცულობის გრძნობა გაუჩნდეთ და საჭიროების შემთხვევაში ანაზღაურება მიიღონ, იქნება ეს სამედიცინო მომსახურების ხარჯები თუ სხვა რისკები. ჩვენთვის ახლა მთავარია რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება, რომ დაეზღვიოს და ყველა იმ ბენეფიტით ისარგებლოს რასაც ჩვენს დაზღვეულებს ვთავაზობთ.”

კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ პერიოდში ავტომობილების მფლობელთათვის განსაკუთრებით აქტუალურია სადაზღვევო პაკეტები, რომლებიც ისეთ რისკებს ფარავს როგორიცაა : ქარიშხალი, დატბორვა, მეწყერი, მიწისძვრა, ღვარცოფი. ახლა, როცა ავტომანქანები უმეტესად ეზოებსა და ქუჩებში დგას განსაკუთრებით საყურადღებოა ასევე ვანდალიზმი და საგნების ვარდნა. შემცირებული მოძრაობის მიუხედავად , “ჯიპიაი”-ს სტატისტიკით, ავტოსაგზაო შემთხვევები მხოლოდ ოდნავ შემცირდა - რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ შენარჩუნებულია ავტოსაგზაო შემთხვევების დროს მანქანის დაზიანების რისკიც. აღსანიშნავია, რომ “ჯიპიაის" ანაზღაურების სამსახური ჩვეული გრაფიკით აგრძელებს მუშაობას, რომ ზარალის დარეგულირებისა და ანაზღაურების პროცესში შეფერხება არ იყოს.

ჯიპიაიში “დაზღვევის შემთხვევაში მომხმარებელი სრულ სადაზღვევო მომსახურებას დისტანციურად მიიღებს. ისინი შეძლებენ ისარგებლონ პირადი ექიმისა და პედიატრის სატელეფონო კონსულტაციით. კლინიკა “კურაციოს” ბაზაზე ყველა ახალ დაზღვეულს სპეციალისტთან სატელეფონო კონსულტაცია 100%- ით დაეფარება. განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში ჯიპიაი დაზღვეულებს ლაბორატორიული ანალიზების ჩატარებასა და ექიმთან კონსულტაციის გავლას ბინაზე მისვლით სთავაზობს.

***

“ჯიპიაი ჰოლდინგი” ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც covid- 19-ის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში გააფართოვა ციფრული სისტემები და დაზღვეულებს სრული სადაზღვევო სერვისი დისტანციურად შესთავაზა. ჯიპიაის მომხმარებლები დისტანციურად ახერხებენ მიიღონ სამედიცინო და სტომატოლოგიური მომსახურების ანაზღაურება, გაიარონ სატელეფონო კონსულტაცია პირად ექიმთან, პედიატრთან და ვიწრო სპეციალისტთან, 100%-ანი დაფინანსებით. დაზღვეულებს ონლაინ შეუძლიათ მოითხოვონ საგარანტიო წერილი და გადაიხადონ დაზღვევის პრემია.

ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს დაზღვევა ონლაინ ან გაიაროს სატელეფონო კონსულტაცია ჯიპიაის წარმომადგენელთან და დისტანციურად გაიფორმოს პოლისი.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში კომპანიამ 250 000-ზე მეტი დისტანციური ოპერაცია განახორციელა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42