არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის უძრავ ქონებას ფლობთ - ეს იქნება სახლი, ბინა, აგარაკი, ოფისი თუ დამხმარე შენობა-ნაგებობა, რისკების წინასწარ გათვლა თავიდან აგარიდებთ მოულოდნელ ფინანსურ დანაკარგს, რაშიც თიბისი დაზღვევა დაგეხმარებათ.
რას მოიცავს თიბისის ქონების დაზღვევა
თიბისი დაზღვევა თქვენი უძრავი ქონების დაზღვებისთვის რამდენიმე განსხვვებულ პაკეტს გთავაზობთ. ეს კი საშუალებას მოგცემთ შექმნათ დაზღვევის ინდივიდუალური პაკეტი, სადაც დააფიქსირებთ კონკრეტულად რისი დაზღვევა გსურთ.
თიბისი დაზღვევის უძრავი ქონების სტანდარტულ პაკეტში გათვალისწინებულია:
- მეზობლისგან შემოსული წყლით ქონების დაზიანება ან განადგურება
- კანალიზაციის ან წყალგაყვანილობის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით ქონების დაზიანება
- ელ.გაყვანილობის და გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით ქონების დაზიანება
- ხანძარი და აფეთქება
- გაქირავების შემთხვევაში ანაზღაურდება დამქირავებლის მიზეზით გამოწვეული დაზიანებებიც
- სტიქიური მოვლენები
- ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა
- ვანდალიზმი
ეს საბაზისო პაკეტი სრულიად საკმარისია იმისათვის რომ მშვიდად განაგრძოთ ცხოვრება თქვენს უძრავ ქონებაში. სადაზღვევო აგენტთან მოლაპარაკების შემდეგ შეგიძლიათ განავრცოთ პაკეტი და მოარგოთ ის თქვენს საჭიროებებს.
რა პროცედურებს მოიცავს უძრავი ქონების დაზღვევა
თიბისი დაზღვევა ქონების დაზღვევისთვის გამარტივებულ პირობებს გთავაზობთ. პაკეტის შეძენა სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ შეგიძლიათ. პროცედურა საკმაოდ მარტივია - განაცხადს ვებ-გვერდზე ონლაინ რეჟიმში შეავსებთ. ამისათვის კი საჭიროა რომ -
· გადახვიდეთ თიბისი დაზღვევის საიტზე
· გაეცნოთ შემოთავაზებულ პირობებს
· თან იქონიოთ დაზღვევის შესაძენად საჭირო ერთადერთი დოკუმენტი - პირადობის მოწმობა
· აირჩიოთ „შეიძინე ონლაინ“ ღილაკი და დაითვალოთ პაკეტის ღირებულება
· გახსნილ ფანჯარაში ჩაწეროთ დასაზღვები ქონების საერთო ფართი
· მიჰყვეთ ინსტრუქციას და შეავსოთ შესაბამისი გრაფები
რამდენიმე წუთში თქვენი უძრავი ქონება საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდი და სანდო სადაზღვევი კომპანიის მიერ იქნება დაზღვეული.
კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ ქონების დაზღვევამდე
უძრავი ქონების დაზღვევა სადაზღვევო სერვისის ის სახეობაა, სადაც აუცილებლად კონკრეტულად უნდა იყოს განსაზღვრული რა შედის დაზღვევაში. შეიძლება თქვენ დააზღვიოთ მხოლოდ უძრავი ქონება მაგრამ პაკეტში არ შედიოდეს მასში განთავსებული ავეჯი და ელექტრონული ტექნიკა. ასევე შეიძლება თქვენ იყოთ დაზღვეული მეზობლისგან წყლის ჩამოსვლით მიყენებული ზარალისგან მაგრამ თუ თავად ჩაუშვებთ წყალს მეზობელთან, არ ანაზღაურდეს ზარალი. სწორედ ამიტომ რეკომენდირებულია ხელშეკრულების გულდასმით წაკითხვა, თითოეული პუნქტის ყურადღებით გაცნობა და თქვენთვის მისაღები და სასურველი პაკეტის შექმნა.
მასალის გამოყენების პირობები






