ვიეტნამის ომის დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2.7 მილიონი ტონა ბობმი ჩამოაგდეს კამბოჯაში, იმაზე მეტი, ვიდრე ყველა ქვეყანამ ერთად მეორე მსოფლიო ომის დროს. 20 000-მდე კამბოჯელი ემსხვერპლა ამ ბომბებს. დღეს მკვლევარები საუბრობენ იმაზე, რომ ამერიკული ბომბების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ აუფეთქებელია და დღესაც რისკის ქვეშ ამყოფებს იქაურ მოსახლეობას.
შეგახსენებთ, რომ საუბარია ინდოჩინეთის მეორე ომზე, რომელიც ცნობილია როგორც ვიეტნამის ომი. ომი მიმდინარეობდა სამხრეთ ვიეტნამსა და სასაზღვრო რეგიონებში, კამბოჯასა და ლაოსში, ხოლო მეორეს მხრივ ჩრდიელოეთ ვიეტნამში.
60-იან წლებში საიგონმა და ვაშინგტონმა, კამბოჯის მთავრობა, ვიეტ-კონგის მებრძოლებისთვის თავშესაფარის მინიჭებაში დაადანაშაულა. პრინც სიანუკმა ეს ბრალდებები უარყო. უარყოფა გამყარებული იყო კამბოჯის, საერთაშორისო კომისიების, დასავლური პრესის და დასავლეთის სამხედრო ატაშეების გაკეთებულ კვლევებზე.
მასალის გამოყენების პირობები






