თიბისიმ უზბეკეთში საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიიღო
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:44, 21 Apr, 2020     1080

თიბისიმ უზბეკეთის ცენტრალური ბანკისგან ლიცენზია მიიღო და 2020 წლის ივნისიდან უკვე დაიწყებს საბანკო საქმიანობას უზბეკეთში.

თიბისის სტრატეგიაა უზბეკეთში თანამედროვე საბანკო ეკოსისტემის განვითარება როგორც საცალო, ისე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. მთავარი აქცენტი ციფრულ არხებზე და პარტნიორობაზე დაფუძნებულ დისტრიბუციებზე გაკეთდება.

ამჟამინდელი საოპერაციო გარემოსა და გლობალური პანდემიის გავლენის გათვალისწინებით, თიბისიმ კიდევ უფრო გააუმჯობესა და მეტად ციფრული გახადა ბიზნესის მოდელი. დამატებითი აქცენტი გაკეთდება ეფექტურ, ნაკლები ინფრასტრუქტურისა და ხარჯების საჭიროების მქონე პროდუქტებსა და არხებზე.

პირველ ეტაპზე თიბისი უზბეკეთის მოსახლეობას შემდეგ მომსახურებებს შესთავაზებს:

· მიმდინარე და შემნახველი ანგარიშები გახსნა;

· სახელფასო და ავტოსესხები;

· ბარათები, მობილური აპლიკაცია და ანგარიშსწორების შესაძლებლობა, მათ შორის, P2P ოპერაციები, ფულადი გზავნილები და კომუნალური გადასახადები.

პარალელურად თიბისი ჯგუფი აქტიურად მუშაობს გადახდების სისტემის განვითარებაზე უზბეკეთში ახლადშეძენილი შვილობილი კომპანიის Payme-ის მეშვეობით, რომელიც წამყვანი კომპანიაა გადახდების მხრივ 2 მილიონამდე აქტიური მომხმარებლით. Payme აქტიურად ითანამშრომლებს თიბისი ბანკთან უზბეკეთში.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ძალისხმევის შედეგად მოვიპოვეთ ლიცენზია, რომ საბანკო ოპერაციები დავიწყოთ უზბეკეთში. მადლობა მინდა გადავუხადო უზბეკეთის ხელისუფლებას მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ეს არის თიბისი ბანკის ჯგუფის ისტორიის ახალი თავი და მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის რეგიონში შემდგომი განვითარებისთვის,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

თიბისი უზბეკეთს გამოცდილი მენეჯმენტის საბჭო მართავს, რომელსაც ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი სანდრო რთველაძე. იგი მანამდე იყო საცალო საბანკო მიმართულების ხელმძღვანელი Bayport Financial Services-ში, ხოლო მანამდე იკავებდა საქართველოში ლიბერთი ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას.

„მოხარული ვარ, რომ შემოვუერთდი თიბისი უზბეკეთის გამოცდილ გუნდს და მსურს მადლობა გადავუხადო უზბეკეთის ცენტრალურ ბანკს ჩვენი გეგმების უმოკლეს ვადებში განხორციელებისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის. მცირე ფიზიკური ინფრასტრუქტურის საჭიროების მქონე ბიზნეს მოდელი და უზბეკეთში ჩვენი გრძელვადიანი მიზნები, სწორ საწყისს გვაძლევს ჩვენი მისწრაფებების მისაღწევად,“ - სანდრო რთველაძე, თიბისი უზბეკეთის აღმასრულებელი დირექტორი.

თიბისი ბანკის ჯგუფმა უკვე განახორციელა 12,6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია თიბისი უზბეკეთის კაპიტალში და 2020 წლის ბოლომდე აპირებს დამატებით კიდევ 9,4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას.

2020 წლის ბიზნესგეგმის განსახორციელებლად დარჩენილ 20 მლნ დოლარს კი, სავარაუდოდ, თიბისის პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ადგილობრივი პარტნიორი უზბეკ-ომანის საინვესტიციო კომპანია (Uzbek-Oman Investment Company ) დააფინანსებენ.

თიბისი ბანკის ჯგუფი კი, კვლავ რჩება უმსხვილეს აქციონერად თიბისი უზბეკეთში - 51% პროცენტით.

თიბისი ჯგუფისთვის უზბეკეთის მზარდი ბაზარი 33 მილიონი მოსახელობით ძალიან მიმზიდველი და მნიშვნელოვანია. მოსამზადებელი სამუშაოები თიბისიმ უზბეკეთის ბაზარზე შესასვლელად 2019 წლიდან დაიწყო, დაარსა საპილოტე ფილიალი ტაშკენტში და ჩამოაყალიბა მენეჯმენტის ძირითადი გუნდი. თიბისიმ უზბეკეთის ეროვნული ბანკისგან წინასწარი ლიცენზია 2020 წლის იანვარში მიიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42