ციმბირელების აზრით, კორონავირუსისგან მათ 2 400 წლის მუმია იცავს - ვინ არის „ციმბირელი ყინულის ქალიშვილი“
ეს საინტერესოა - 19:44, 17 Apr, 2020     1495

რუსეთი მთელი მსოფლიოს მსგავსად კორონავირუსს ებრძვის. თუ მათ მიერ წარდგენილ ოფიციალურ მონაცემებს დავუჯერებთ, რუსეთში 32 008 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 273 ადამიანია გარდაცვლილი. თუმცა არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ალთაის რეგიონში, სამხრეთ ციმბირში.

ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, მათ მისტიური მუმია იცავს, რომელიც გორნო-ალტაისკის მუზეუმში ინახება. როგორც The Moscow Times იტყობინება, 2 400 წლის მუმია საფლავიდან 1993 წელს ამოთხარეს.

ადგილობრივებს სჯერათ, რომ მათ რეგიონს სწორედ „ციმბირელი ყინულის ქალიშვილი“ იცავს. რეგიონის საპარლამენტო წარმომადგენელმა პრესას განუცხადა, რომ რეგიონში, სადაც 220 000 მოსახლეა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბეგენოვის თქმით, რეგიონი სწორედ მუმიის გამოა უნიკალური. „ჩვენ გვაქვს მფარველობა. ალტაის ხალხი თაყვანს სცემს მუმიას“ - აცხადებს დეპუტატი ბეგენოვი.

ალთაის პრინცესად წოდებული მუმია 1993 წელს გათხრების დროს აღმოაჩინეს. არქეოლოგები აქ ყინულის ფენებში ხის ბოძებით აგებულ სამარხს წააწყდნენ. კვლევების მიხედვით ალთაის პრინცესა 25 წლის ასაკში ძველი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში გარდაიცვალა. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით ის მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. ადგილობრივმა შამანებმა მაშინვე განაცხადეს, რომ ქალი პრინცესა არაა, არამედ ალთაის ერის წინაპარი–დედა და ორი სამყაროს ჭიშკრის მცველია. წესით, ასე ჯადოქრებსა და ქურუმებს უწოდებენ ხოლმე. მოსახლეობა მუმიის სამარხში დაბრუნებას მოითხოვდა, მათი მტკიცებით წინააღმდეგ შემთხვევაში ალთაის უბედურებები დაადტყდებოდა თავს. მათ სასამართლოში სარჩელიც შეიტანეს და რუსეთის პრეზიდენტსაც მიმართეს, თუმცა მოთხოვნა მაინც არ დაკმაყოფილდა. მუმია დღემდე ქ. ნოვოსიბირსკის ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტში ინახება. დღეს კი მას რეგიონის მფარველად მოიხსენიებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42