თანამედროვე ადამიანის ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია ინტერნეტისა და ციფრული სერვისების გარეშე. ჩვენი ცხოვრება ბევრად გამარტივებულია როდესაც მთელი რიგი საკითხების მოგვარება დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია. ყველაფერი რაც გვჭირდება, ჩვენს მობილურშია, რომელიც დიდი ხანია აღარაა მხოლოდ ზარების განმახორციელებელი მოწყობილობა. ჩვენი სმარტფონები მუდამ გვერდით გვაქვს, სადაც არ უნდა ვიყოთ. ტელეფონით შეგვიძლია ვაკეთოთ ისეთი მნიშვნელოვანი საქმე, როგორიც გადასახადების გადახდა, ფინანსების განკარგვა და კონტროლია. ამაში თიბისი ფეის აპლიკაცია დაგვეხმარება. როგორ? პასუხი მარტივია.
რეგისტრაცია თიბისი ფეის აპლიკაციაში
იმის მიხედვით თუ რომელი ოპერაციული სისტემის მომხმარებელი ხართ, ანდროიდის თუ iOS-ის, ამ ბმულების საშუალებით შეძლებთ თიბისი ფეის აპლიკაცია თქვენს მობილურში გადმოწერით. TBC Pay-ის აპლიკაცია წარმოდგენილია როგორც App Store-ში, ასევე Play Store-ში. რეგისტრაცია მარტივია, მხოლოდ მობილური ნომრის მითითებით თქვენ საკუთარი ანგარიში გექნებათ მომენტალური გადახდების ყველაზე დიდ სისტემაში.
თიბისი ფეის აპლიკაცია მოსახერხებელი ნავიგაციით, მომხმარებელზე მორგებული მარტივი ინტერფეისით გამოირჩევა და უამრავ ინოვაციურ სერვისს გთავაზობთ. დიზაინი მორგებულია მობილური ტელეფონის ეკრანის ზომას და მისი გამოყენება ყველასთვის კომფორტულია.
თიბისი ფეის ნოვატორული სერვისები
TBC Pay-ის მობილურ აპლიკაციაში მომხმარებლისთვის უამრავი სიახლე და ინოვაციური სერვისია ხელმისაწვდომი. გარდა იმისა, რომ აქ ერთ ადგილას, ერთ სივრცეში, 1000-მდე სხვადასხვა სერვისის გადახდა ერთი კლიკითაა შესაძლებელი, მომხარებელს სხვა დამატებითი ფუნქციებით სარგებლობაც შეეძლებათ.
· გადარიცხე თანხა - სერვისი გულისხმობს თანხის მარტივად გადარიცხვას მხოლოდ მობილური ტელეფონის ნომრის მითითებით. ნომრის დამატება ტელეფონის კონტაქტებიდან პირდაპირ გადმოტანით შეგიძლიათ. თანხის მიმღებისგან თქვენ სხვა არანაირი მონაცემი არ დაგჭირდებათ, მაგალითად, როგორიცაა პირადი ნომერი ან საბანკო ანგარიშის ნომერი. მობილურის ნომრით 20 ლარამდე თანხის გადარიცხვა უფასოა, 20 ლარის ზემოთ საკომისიო კი 1 ლარია.
ამ სერვისის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მიმღები თავად ირჩევს რომელ ბარათზე დაისვას თანხა, მას სმს-ით მისდის ბმული, ხოლო ბმულზე გადასვლისას ეხსნება ბარათის მონაცემების შეყვანის გვერდი. ამის შემდეგ თანხა ბანკომატში ხელმისაწვდომი მომენტალურად ხდება დამოუკიდებლად იმისგან თუ კვირის რომელი დღეა ან რა დროა.
· მოითხოვე თანხა - ეს ინოვაციური სიახლე მოსახერხებელია იმ დროს, როცა თანხას საერთო საქმისთვის აგროვებთ, იქნება ეს ლანჩის თანხის განაწილება თუ მეგობრის დაბადების დღისთვის ერთობლივი საჩუქრის შეძენა. ამისათვის საჭიროა მობილურის კონტაქტებიდან დაამატოთ იმ ადამიანების ნომრები, რომლებთან ერთადც აგროვებთ თანხას და მიუთითოთ გასაყოფი თანხა. ამის შემდეგ თანხის მოთხოვნის მესიჯი ყველა მათგანს SMS-ის სახით გაეგზავნებათ, სადაც მითითებული იქნება თანხის გადასარიცხი ბმული. თქვენ აქვე გაქვთ საშუალება აკონტროლოთ ვინ ჩაგირიცხათ თანხა და ვინ ჯერ არა. საერთო მიზნისთვის თანხის შეგროვება ასე მარტივი არასდროს ყოფილა!
· ელექტრონული საფულე - ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია მაშინაც კი, თუ თქვენ საბანკო ბარათს არ ფლობთ. უფრო მეტიც, სწორედ ასეთ დროს შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ უამრავი სერვისით, რასაც ელექტრონული საფულე გთავაზობთ. მაგალითად გადაიხადოთ 1000-ზე მეტი კომპანიის სერვისების გადასახადი მარტივად, ერთი კლიკით; გადარიცხოთ თანხა ერთი საფულიდან მეორეზე ყოველგვარი საკომისიოს გარეშე, ასევე გადაიხადოთ სერვისები ბარათის საკომისიოს გარეშე. გარდა ამისა, საფულიდან შეძლებთ გადარიცხოთ თანხა საბანკო ბარათზე მხოლოდ მიმღების ბარათის 16-ნიშნა კოდის მითითებით. თანხის განკარგვა ელექტრონული საფულით ბევრად კომფორტული და მოსახერხებელია.
· სარგებლობა ინტერნეტის გარეშე - ეს კიდევ ერთი სიახლეა თიბისი ფეის მომხმარებლებისთვის. მობილური აპლიკაცია პრაქტიკულად არ მოიხმარს ინტერნეტს და მისი ყველა ფუნქციით სარგებლობა მაშინაც შეგიძლიათ, როცა მობილურის ბალანსი ამოწურული გაქვთ. გასათვალისწინებელია, რომ ამ ეტაპზე ეს სერვისი მხოლოდ მაგთის აბონენტებისთვის არის ხელმისაწვდომი
· გადახდის შაბლონები - აპლიკაცია გაძლევთ საშუალებას შექმნათ ხშირად გამოყენებული სერვისების გადახდის შაბლონები და ამით თავიდან აირიდოთ ყოველ ჯერზე მონაცემების ხელახლა შეყვანა. ყოველი გადარიცხვის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გადახდის დამადასტურებელი ქვითარიც მიიღოთ და საჭიროების შემთხვევაში ამობეჭდოთ.
· შეტყობინება დავალიანების შესახებ - ეს სასარგებლო ფუნქცია დაგეხმარებათ აკონტროლოთ თქვენი გადახდები, ნახოთ რისი გადახდა გიწევთ ახლა და ამის შესახებ მობილურ ტელეფონზე შეტყობინება მიიღოთ. ასე თქვენ არასოდეს დაგავიწყდებათ კომუნალური თუ სხვა ტიპის დავალიანების დაფარვა.
· ავტომატური გადახდები - ეს ფუნქცია საშუალებას მოგცემთ ყოველი თვის წინასწარ განსაზღვრულ დღეს მითითებული თანხა ავტომატურად გადარიცხოთ არჩეულ სერვისზე, მაგალითად შეგიძლიათ დააყენოთ კომუნალური გადასახადების ავტომატური დაფარვა, სესხის თანხის შეტანა, საქველმოქმედო ფონდში გადარიცხვა, მობილურზე ჩარიცხვა და ა.შ.
მასალის გამოყენების პირობები






