„არ შემიძლია შენ გვერდით ვიყო, მაგრამ მე აქ ვარ“ - პანდემიის დროს ქიმიოთერაპიისას ცოლს ქმარი ეზოდან ამხნევებს
ეს საინტერესოა - 15:02, 09 Apr, 2020     1066
ახალი კორონავირუსის გამოწვეული შეზღუდვების გამო, ტეხასელმა ალბერტ კონერმა ვერ მოახერხა ცოლის ქიმიოთერაპიის დროს პალატაში, მის გვერდით ყოფილიყო.


პანდემიის გამო, ვიზიტორებს ბევრ საავადმყოფოში შესვლა ეკრძალებათ. ალბერტის ცოლს, 40 წლის კელი კონერს, ძუძუს კიბო მიმდინარე წლის იანვარში დაუდგინდა და ქმარი დაპირდა, რომ ყველა ეტაპზე გვერდიდან არ მოშორდებოდა.

ალბერტმა მისი მარტო დატოვება ვერც პანდემიის პირობებში შეძლო, ამიტომ ის ბანერით ხელში საავადმყოფოს ეზოში, ცოლის პალატის ფანჯრის ქვეშ დაჯდა.


"არ შემიძლია ვიყო შენ გვერდით, თუმცა მე აქ ვარ. მიყვარხარ. მადლობა ყველა თანამშრომელს" - ეწერა ბანერზე.


ფოტოები კელიმ ფეისბუკზე გამოაქვეყნა და ქმარს სიყვარულისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.


"თავს მშვიდად ვერ ვიგრძნობდი იქ რომ არ ვყოფილიყავი, რადგან მას დავპირდი, რომ ყველა ნაბიჯს ერთად გადავდგამდით. ეს ჩემი სიტყვის გატეხვა იქნებოდა" - ამბობს ალბერტი.


კელის თქმით, როდესაც ფანჯრიდან ქმარი დაინახა, სიხარულისა და გაოცებისგან ცრემლები ვერ შეიკავა. ცრემლები ვერ შეიკავა მისმა ექთანმაც. საავადმყოფოს რამდენიმე თანამშრომლები კი ალბერტთან მადლობის გადასახდელად ეზოშიც ჩავიდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42