რეგიონში ყველაზე დიდი სამაგიდო თამაშების პლატფორმა ევროპაბეთია
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:36, 06 Apr, 2020     1451

ბოლო დღეების სტატისტიკით, ევროპაბეთი სამაგიდო თამაშების ყველაზე მსხვილი პლატფორმაა რეგიონში. ნარდი, ბურა, დომინო, პოკერი - პოპულარულ სამაგიდო თამაშებს ევროპაბეთზე ერთდროულად 10 000-ზე მეტი ადამიანი თამაშობს.

სახლში დარჩენა კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მთავარი რეკომენდაციაა. შესაბამისად, დისტანციურ სერვისებზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად, განსაკუთრებით აქტუალურია ონლაინ სამაგიდო თამაშები.

თვითიზოლაციის მე-18 დღეს ევროპაბეთის უფასო თამაშების განყოფილებას რეკორდული რაოდენობის სტუმარი ჰყავს. ნარდის, დომინოს და ბურას უფასო ტურნირებს ვებ გვერდზე ათასობით მომხარებელი თამაშობს.

ევროპაბეთის პოკერის, სამაგიდო და სწრაფი თამაშების მენეჯერის განცხადებით, კომპანიის ტექნიკური მზადყოფნა მთავარი ფაქტორია, რის გამოც ევროპაბეთი ბოლო სტატისტიკით სამაგიდო თამაშების ყველაზე მსხვილი პლატფორმაა რეგიონში.

“თვითიზოლაციის პერიოდში, როცა სპორტული ღონისძიებები თითქმის მთელ მსოფლიოში შეჩერებულია, სამაგიდო თამაშებზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა. განსაკუთრებით პოპულარულია უფასო ტურნირები სხვადასხვა საპრიზო ფონდით. ევროპაბეთზე სამაგიდო თამაშებს ერთდროულად საშუალოდ 10-12 ათასი ადამიანი თამაშობს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი კომპანიის ტექნიკური მზადყოფნაა. მომხმარებელი გამართული ტექნიკური სისტემით განსაკუთრებით კმაყოფილია. უახლოეს დღეებში მომხმარებლების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას ველოდებით და ჩვენც მზად ვართ ამისათვის”

თითოეულ სამაგიდო თამაშში შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური თამაშის შექმნა საკუთარი წესებით, ისე სხვა მომხმარებლების მიერ შექმნილ თამაშებში მონაწილეობა. ყველაზე პოპულარული პროდუქტი უფასო ტურნირებია, რომლებიც ყოველდღე, კონკრეტულ დროს იწყება. ამ ტურნირებში მონაწილეობა უფასოა, საპრიზო ფონდი კი 10 000 ლარამდე ადის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42