6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 18:07, 05 Apr, 2020     1274

ვერძი

ხელსაყრელი დღეა ჰარმონიული ოჯახური ურთიერთობებისთვის და ბავშვის ჩასახვისთვის. მოგების ან წარმატებული შენაძენის საშუალებით მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. დღის მეორე ნახევარში გამორიცხული არ არის მეზობლებთან კამათი. თუ შესაძლებლობა გაქვთ, რომ განმარტოვდეთ, აუცილებლად გამოიყენეთ ეს შანსი.

კურო

ემოციური თვალსაზრისით, დატვირთული დღეა. ხან უმიზეზოდ მხიარულობთ, ხან დეპრესიაში ვარდებით. ამ დღის ამოცანა დასვენება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. არ გადაიღალოთ. დასვენება ოჯახის წევრების ან მეგობრების წრეში ჯობს. მოსალოდნელია შეხვედრა, რომელიც ბევრ უსიამოვნებას მოგიტანთ.

ტყუპები

ფულს არარაციონალურად, უსარგებლო საგნებში ხარჯავთ, ამიტომ მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები. ეცადეთ, ხარჯი შეამციროთ, რადგან უახლოეეს ხანებში შემოსავალს არ უნდა ელოდოთ - წინ უამრავი წინააღმდეგობა გელით.

კირჩხიბი

გირჩევთ, ეს დღე მშობლებს და უფროს ნათესავებს მიუძღვნათ, რომლებსაც თქვენი ზრუნვა ესაჭიროებათ. ეცადეთ, მიღწეული შეინარჩუნოთ. თვის დასაწყისში დაუგეგმავი ხარჯის გამო, არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა გელით. იოლი ფულის შოვნის წინადადება არ მიიღოთ.

ლომი

თქვენი წინაღმდეგობრივი ხასიათის ან სიჯიუტის გამო მეზობლებთან კონფლიქტი გელით. ეს დღე ხელსაყრელია ჰარმონიული ოჯახური ურთიერთობის, ქორწინებისა და ბავშვის ჩასახვისთვის. მოგების ან წარმატებული შენაძენის წყალობით, მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ქალწული

ამ დღეს ახალი საქმის დაწყება არ ღირს - საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. გირჩევთ, ძველი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოთ. ერიდეთ ვალის აღებას და ეცადეთ, ფინანსური პრობლემები საკუთარი ძალებით მოაგვაროთ.

სასწორი

პასიური დღეა, ამიტომ გირჩევთ, თქვენც ნაკლებად იაქტიუროთ. მშვიდად აკეთეთ მიმდინარე საქმეები, თუმცა გახსოვდეთ, რომ არაპრინციპულობა და არათანმიმდევრულობა თქვენს საქმეებზე ნეგატიურად აისახება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ქრონიკული დაავადებების კომპლექსური მკურნალობისა და მასაჟისთვის. ეცადეთ ყველა წყენა დაივიწყოთ და მიუტევოთ. ძნელია, მაგრამ უნდა შეძლოთ საკუთარ გრძნობებსა და ემოციებში გარკვევა.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის და სუფთა ჰაერზე დასვენებისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ემოციები აკონტროლოთ - სასიყვარულო ურთიერთობებში კრიზისული პერიოდი დგება. მოსალოდნელია იმედგაცრუება და ტყუილი.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა პარტნიორთან ურთიერთობისთვის. კეთილგანწყობა და პატიების უნარი დაგეხმარებათ, კონფლიქტს თავი აარიდოთ. შესაძლოა, მისტიკის, ფილოსოფიისა და რელიგიის მიმართ თქვენი ინტერესი გაიზარდოს. მდიდარი წარმოსახვის უნარი მოულოდნელ დასკვნებამდე მიგიყვანთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის, გარემოს შეცვლისთვის, მოგზაურობისთვის. ახალი შთაბეჭდილებები და ემოციები ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს. ახალ ადამიანებთან ურთიერთობა და ახალი ემოციები უამრავ დადებით ემოციას მოგიტანთ.

თევზები

საშიში დღეა, რომელსაც რეალობის მცდარი შეფასება ახლავს. ეცადეთ, სურვილი რეალობასთან შეათავსოთ. მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ გადადეთ, რადგან ახლა სწორი გადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლიათ. არსებობს ტრამვის და ქრონიკული დაავადების გამწვავების საფრთხე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42