COVID-19 და მაფია - დიდი ზარალი და ახალი შესაძლებლობები
კრიმინალი - 20:34, 01 Apr, 2020     3640

საერთაშორისო ორგანიზაციამ "ტრანსნაციონალური ორგანიზაციის საწინააღმდეგო გლობალური ინიციატივა" გამოაქვეყნა მოხსენება "დანაშაული და ინფექცია: პანდემიის გავლენა ორგანიზებულ დანაშაულზე". 25 გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებმა, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს, ერთგვარად შეზღუდა ორგანიზებული დანაშაულის ქმედებები, თუმცა ახალი შესაძლებლობებიც წარმოშვა მათთვის.

საზღვრების ჩაკეტვამ სწრაფად შეზღუდა ან მაქსიმალურად შეამცირა ორგანიზებულინ დანაშაულის მთელი რიგი სფეროები. თუმცა ზოგიერთმა მაფიურმა დაჯგუფებამ კარგად აუღო ალღო იმ ერთგვარ ქაოსს და გაუგებრობას, რომელიც მსოფლიოში სუფევს და უკანონო საქონლისა და მომსახურების ახალ მოთხოვნილებაზე გადავიდა. მათ შორის ბუნებრივია არის სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სფეროც, სადაც მაფიოზებს ადრეც ჰყავდათ ჩანერგილი თავისი წარმომადგენლები.

მოხსენების ავტორებმა დაასახელეს ოთხი ძირითადი შედეგი, რომელიც მოიტანა პანდემიამ ორგანიზებული დანაშაულისათვის.

1. დანაშაულებრივი საქმიანობის ზოგიერთი სფერო გაჩერდა და მისი აღდგენისათვის დიდი დრო იქნება საჭირო. ამის მიზეზი სოციალური იზოლაცია და გადაადგილების შეზღუდვაა.

2. ზოგიერთი დაჯგუფება წარმატებით იყენებს იმ გარემოებას, რომ ქვეყნების პოლიტიკური ხელმძღვანელობა და სამართალდამცავი ორგანმოები სრულად არიან კორონავირუსის პრობლემის მოგვარებაზე გადართულები და თავისი დანაშაულებრივი საქმიანობა გააქტიურეს.

3. მაფია, რომელიც დიდი ხანია ჯანდაცვის სფეროშია ჩანერგილი, ამ სექტორის ექსპლუატაციას აქტიურად შეუდგა და დიდ შემოსაველბსაც ნახულობს.

4. განსაკუთრებული ზრდა შეინიშნება კიბერდანაშაულის კუთხით. ამისთვის ჰაკერებთა დაჯგუფებები წარმატებით იყენებს იმ ფაქტორს, რომ მსოფლიოს თითქმის მთელი მოსახლეობა ინტერნეტზეა მიჯაჭვული, იზოლაციისა და კარანტინის პირობებში.

ავტორები აცხადებენ, რომ მსოფლიოში საგრძნობლად იკლო ქუჩის დანბაშაულმა, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული მაფიასთან. დაცარიელებული ქუჩების, პოლიციის ინტენსიური პატრულირებისა და მოსახლეობის სახლებშ გამოკეტვის გამო შემცირდა ქურდობა, ყაჩაღობა, მანქანების ძარცვა, მკვლელობები, ნარკოტიკებით ქუჩაში ვაჭრობა და სხვა.

გარდა ამისა, ჩინეთიდან ექსპორტის შემცირებამ, რომელიც მსოფლიოში კონტრაფაქტური და აკრძალული საქონლის ძირითადი წყარო იყო, გააჩერა ის ე.წ. საწარმოები, რომელიც მთელს მსოფლიოში იყო მიმოფანტული. მაგალითად მექსიკაში, სადაც მასიურად ხდებოდა მეტამფეტანმინისა და ფენტანილის წარმოება, მათი წარმოება შეჩერებულია, რადგან ისინი ჩინურ ინგრედიენტებზე იყვენენ დამოკიდებული.

ასევე შეჩერდა ე.წ. ადამიანების ექსპორტი ევროპასა და ამერიკაში. საზღვრების ჩაკეტვამ ხელფეხი შეუკრა იმ მაფიურ დაჯგუფებებს, რომელბიც ადამიანების არალეგალური გადაყვანით იყვნენ დაკავებული.

შეჩერდა ნარკოტიკების ტრანზიტი. კოკაინის და მარიხუანას "მწარმოებელი" ქვეყნები ფაქტიურად ვერ ახერხებენ მათ ექსპორტს. თუმცა ექსპერტები აფრთხილებენ ამ ქვეყნების სამართალდამცავებს, რომ დამნაშავეები მოახერხებენ და დაიკავებენ საზღვრის გადაკვეთის ალდტერნატიულ გადასასვლელებს რათა აკრძალული საქონლისა და არალეგალების გადაყვანა შესძლონ.

მცირე და საშუალო ბიზნესის გაჩერებამ სერიოზულად დააზარალა მაფიოზური დაჯგუფებების ერთერთი ყველაზე ძველი და საყვარელი საქმიანობა ე.წ. "დაკრიშვა".

თუმცა, მესამე სამყაროს ქვეყნებში განვითარდა დანაშაულისა და თაღლითობის ახალი მეთოდები. მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში გარკვეული დაჯგუფებები, რომელბიც თავს ნაციონალური ბანკის წარმომადგენლებად ასაღებენ, მოსახლეობის ერთ ნაწილს ართმევენ ფულის კუპიურებს, თითქოს ბანკნოტები კორონავირუსით იყო დაინფიცირებული, იწერენმათ მონაცემებს და პირდებიან, რომ ფულს ბანკი აუცილებლად დაუბრუნებთ.

ნაირობიში პოლიციამ მასიურად დააკავა ყალბი სადეზინფექციო ხსნარისა და ტესტების გამყიდველები.

რაც შეეხება მძარცველებს, ისინი ხშირად იყენებენ კორონავირუსისგან დამცავ საშუალებებს, შედიან მოსახლეობასთან სახლებში, როგორც სანიტარული სამსახურების წარმომადგენლები და ძარცვავენ მათ. ასეთი ფაქტები შვეიცარიაშიც კი დაფიქსირდა.

გახშირდა სამედიცინო ნივთებისა და მოწყობილობების კონტრაბანდისა და მოპარვის ფაქტები. ასეთი ფაქტები აღკვეთილ იქნა ირანში, აზერბაიჯანში, იტალიასა და უკრაინაში.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ნიუ-იორკის განყოფილების კიბერდამნაშავეებთან ბრძოლის დეპარტამენტის გამომძიებელი რიჩ ჯეიკობსი აცხადებს, რომ ინტერნეტ თაღლითები ორ კატეგორიად იყოფა.

პირველები არწმუნებენ მოსახლეობას, რომ ისინი ფულს აგროვებენ გაჭირვებული ხალხისთვის დამცავი ნიღბებისა და პირადი ჰიგიენის ნივთების შესაძენად, ასევე მოუწოდებენ ობივატელს, რომ გააკეთოს ინვესტირება ზ.ა. საქონლის წარმოაბაში.

მეორე კატეგორია ეს არის "სუფთა კიბერშეტევები", ფიშინგი, რომლის მეშვეობითაც ჰაკერები ცდილობენ მოიპოვონ მოსახლეობისაგან პირადიო მონაცემები, შექმნან ფეიკ ვებ გვერდები და შეუშვან კომპიუტერებში ტროიანპროგრამები. ამერიკელი სამართალდამცავის განცხადებით, ახლა, როდესაც მილიარდობით ადამიანი ინტერნეტსაა მიჯაჭვული, მათ ამის გაკეთება უადვილდებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42