სამველ პეტროსიანი დააკავეს, ენზელ მკოიანი თავისუფალია - ახალქალაქში "პატრიოტთა ალიანსის" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერს 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება
კრიმინალი - 18:47, 29 Mar, 2020     3050
შეიარაღებული დაპირისპირება ახალქალაქში პოლიტიკურ ოპონენტებს შორის - დაკავებულია "პატრიოტთა ალიანსის" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი სამველ პეტროსიანი.
სწორედ სამველ პეტროსიანი არის ენზელ მკოიანის მთავარი პოლიტიკიური ოპონენტი რეგიონში.
სამველ პეტროსიანსა და ენძელ მკოიანს შორის დაპირისპირება დაახლოებით 2 დღის წინ მოხდა. თავდაპირველად სპეტროსიანის ვაჟს ენზელ მკოიანი და მისი გარემოცვის წევრები დაუპირისპირდნენ, რასაც მოჰყვა გასროლა. მოგვიანებით საქმეში ჩაერთო სამველ პეტროსიანი, რომელმაც ჰაერში გაისროლა 2 ტყვია, ამის შემდგომ კი თვითმხილველების თქმით, ენზელ მკოიანმა რამდენიმე ტყვია ისროლა პეტროსიანების კაფის მისამართით.
ფაქტს მოჰყვა პოლიტიკური შეფასებებიც. "ნაციონალურ მოძრაობასა" და ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ შსს-ამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს, რადგან ახლოვდება არჩევნები და მთავარ ფსონს "ოცნება" ახალქალაქში ენზელ მკოიანზე დებს.
"5 იარაღი იყო დაფიქსირებული, რატომ დააკავეს მხოლოდ პეტროსიანი და მისი ნათესავი. ფურორის მოხდენა უნდოდათ, რომ ვითომ საქმე გახსნეს. სინამდვილეში ოცნება არჩევნებში ფსონს ენზელ მკოიანზე დებს. ვიცი, რომ შემთხვევის დროს, ბრძანება გასცა მკოიანმა, რომ პეტროსიანისთვი ესროლათ, მისი დაცვის წევრებმა არ ესროლეს პეტროსიანს და თვითონ ისროლა მისი მიმართულებით" - განაცხადა მელიკ კრასიანმა.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი რეგიონში, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ გაასაჯაროვოს ყველა ფარული ჩანაწერი შემთხვევის ადგილიდან.
"ყველამ ვიცით, რომ სროლა განახორციელა ორმა პირმა, სამველ პეტროსიანმა და ენზელ მკოიანმა. დაკავებულია პეტროსიანი და ეჭვი გვაქვს, რომ დაკავებულია მისი ნათესავით. ჩვენ ხომ ვიცით, რომ მკოიანი ისროდა. შსს-ს მინდა მივმართო უნდა გამოაჩინოს კადრები და დაგვიმტკიცოს, რომ დასაკავებელი იყო სამველ პეტროსიანი და მისი ნათესავი" - აცხადებს არსენ კარაპეტიანი.
გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.
დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42