მამის მიერ საკუთარი შვილის მკვლელობის ახალი დეტალები: "3 თვის ჩვილი დანით მოკლა, ცოლი დაჭრა და ბოლოს თვითონაც მიიყენა დაზიანებები"
კრიმინალი - 18:16, 28 Mar, 2020     3319
კახეთში მომხდარი სადისტური მკვლელობის დეტალებზე საუბარი უჭირთ.

ადგილობრივების თქმით, 24 წლის მამამ, სამი თვის უმწეო შვილი დანით მოკლა. ბავშვის დედა კი ქმრის მიერ მიყენებული ჭრილობით, საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის - მისი მდგომარეობა უმძიმესია.

როგორც ირკვევა, ოჯახი სოფელ ვეჯინში რამდენიმე დღის წინ, საჩხერიდან ჩავიდა. გურჯაანში დაჭრილი ქალის და ცხოვრობდა.

ადგილობრივების თქმით, მკვლელობის მომენტში წყვილი, სამი თვის ბავშვთან ერთად სახლში მარტო იყო.
გურჯაანში ამბობენ, რომ საზარელი დანაშაულის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა თვითდაზიანებები მიიყენა და ისიც საავადმყოფოშია მოთავსებული.

ექიმის თქმით, ქალის მდგომარეობა უმძიმესია, ის გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალში" რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ქალს მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული.

"და საკუთარი დის ოჯახში ჩამოვიდა სტუმრად, დღეს კი ეს საშინელი ინფორმაცია გავიგეთ - 3 თვის შვილი მოკლა, ცოლი დაჭრა და ბოლოს თვითონაც მიიყენა დაზიანებები"- ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

მოკლულის ოჯახის წევრები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "ბ" და "დ" ქვეპუნქტებით დაიწყო.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42