ფეიკნიუსები კორონავირუსის შესახებ - როგორ დავიცვათ საინფორმაციო ჰიგიენა
ეს საინტერესოა - 17:20, 28 Mar, 2020     1207
სოციალურ ქსელებში უამრავი ფეიკ ნიუსი ვრცელდება კორონავირუსის შესახებ. რიოგორ უნდა დავიცვათ საინფორმაციო ჰიგიენა და როგორ შევუშალოთ ხელი სიყალბის გავრცელებას?

1. სანამ ინფორმაციას გადააზიარებთ, კარგად დაფიქრდით

COVID 19-მა მსოფლიოში დაძაბული სიტუაცია შექმნა და ყველას სურს მის შესახებ ახალი ინფორმაცია ახლობლებს გააცნოს ეს განსაკუთრებით სამედიცინო პრეპარატებს, ან სხვადასხვა პროდუქტს ეხება. ხშირია პანიკის დათესვის მცდელობაც. ამ თემაზე ინტერნეტში უამრავი ტყუილ-მართალი ვრცელდება, ამიტომ, სანამ ამა თუ იმ ინფორმაციას გადააზიარებთ, კარგად დაფიქრდით და შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება. თუ დარქმუნებული არ ხართ - არ გააზიაროთ, ამას შესაძლოა სერიოზული შედეგი მოჰყვეს.

2. შეამოწმეთ წყარო

სანამ ახალ ამბავს ვინმეს გაუზიარებთ, გადაამოწმეთ რამდენად სანდოა წყარო. ეს ეხება არამარტო ჩვეულებრივ პოსტებს, არამედ სხვადასხვა ვებ-პორტალიდან გზაიარებულ ბმულებსაც. არ ენდოთ პოსტებს - "მეგობარმა თქვა", "მეზობელს შეატყობინეს" და აშ. ასევე საეჭვოა სხვადასხვა საიტების ინფორმაციები, რომლებიც ავრცელებენ ინფორმაციას ამა თუ იმ უწყების "სანდო წყაროზე" დაყრდნობით. აუცილებლად გადაამოწმეთ საიტების სანდოობაც.

3. ნუ ენდობით გარეგნულ მხარეს

ხშირად ინფორმაციების ნამდვილობისთვის ფეიკნიუსებს ე.წ. დამადასტურებელი ფოტოები ახლავთ თან. მაგალიტად ამას წინათ გავრცელდა ყალბი ინფორმაცია მოსკოვში კომენდანტის საათის გამოცხადების შესახებ. ინფორმაციას თან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ასე ვთქვათ, "დაქსეროსებულ" ბლანკზე დაბეჭდილი ბეჭედდასმული და ხელმოწერილი ბრძანება ერთვოდა.

ფეიკნიუსის "ნამდვილობისთვის" გამოიყენეს CNN-იც - გადაცემის სქრინშოტზე შეცვლილი წარწერა სოცქსელების მომხმარებლებს ამცნობდა, რომ პოლონური არაყი კლავს კორონავირუსს. დაგვერწმუნეთ, ფეიკნიუსის "ფაბრიკები" შესანიშნავად ფლობენ ფოტოშოფსა და სხვა პროგრამებს სიყალბის შესაქმნელად.ასე რომ კიდევ ერთხელ გირჩვთ, შეამოწმეთ წყარო, გადაამოწმეთ ის სანდო საინფორმაციო საშუალების ვებ გვერდზე.

4. ნუ აჰყვებით ემოციებს

ყველაზე ხშირად ვირუსული ხდება ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენში ამა თუ იმ ემოციას: შიშს, შეშფოთებას, სიძულვილს, ან სიხარულს იწვევს. ემოციები დეზინფორმაციის ერთერთი მამოძრავებელი ძალაა.

სწორედ ამას ემსახურება ე.წ. სიახლეები, რომელიც იწყება ან მთავრდებბა ფრაზებით: "თუ გსურთ თავიდან აიცილოთ" "სასწრაფოდ გადააზიარეთ საგანგაშო ინფორმაცია" და აშ.

5. ნუ იქნებით მიკერძოებული

თქვენ ავრცელებთ ინფორმაციას, იმიტომ რომ მასში დარწმინებული ხართ, თუ იმიტიმ რომ ის თქვენს პოლიტიკურ, სოციალურ შეხედულებებს ან სამყაროს აღქმის თქვენეულ ხედვას შეესაბამება? სწორედ ამიტომ არის დეზინფორმაცია სახიფათო. მისმა გამავრცელებლებმა იციან თქვენი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ და მას იარაღად იყენებენ. ამის მაგალითია რუსეთში გავრცელებული ფეიკნიუსები, რომლებიც იყენებენ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის უარყოფით დამოკიდებულებას დასავლეთისადმი და ავრცელებენ ფეიკნიუსებს, რომ კორონავირუსი "დასავლელმა/ამერიკელმა იმპერიალისტებმა" ან "მასონებმა" შექმნეს.

--------

და ბოლოს, კიდევ ერთხელ გირჩევთ, ენდეთ მხოლოდ ოფიციალური უწყებებისა და სანდო საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და სანამ გადააზიარებდეთ, კარგად დაფიქრდით, თუ ეს ფეიკ ნიუსია, მან შეიძება უამრავ ადამიანს მიაყენიოს ზიანი, მათ შრის თქვენს უახლოეს გარემოცვასაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42