26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 21:20, 25 Mar, 2020     1956

ვერძი

შესაძლოა, ამ დღის მთავარი მოვლენა იმედის მომცემი ნაცნობობა გახდეს. გარემოებები შეგახვედრებთ ადამიანს, რომელიც წლების მანძილზე თქვენი საიმედო საყრდენი გახდება. საქორწინო კავშირები მყარი და ხანგრძლივი იქნება. ეცადეთ, წვრილმანი უთანხმოებები არ გააღრმაოთ და კონფლიქტად არ აქციოთ.

კურო

ეს დღე იურიდიული ხასიათის შეცდომებსა და ათასგვარ გაუგებრობას განასახიერებს. სავარაუდოდ, საქმიან ადამიანებს ბედი ფინანსურ მახეს დაუგებს. უბრალოდ, მოვალე ხართ, საკუთარ ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალოთ - გათავისუფლდეთ უსარგებლო კავშირებისგან, დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმე ან საერთოდ უარი თქვათ მასზე და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვიდეთ.

ტყუპები

ოცნებების ასრულების დღეა. ცნობისმოყვარე და მრავალმხრივ განვითარებული ტყუპები საინტერესო სამსახურს იპოვიან და თავის გამოჩენასაც შეძლებენ. უდავოდ, ნიჭიერი ადამიანი ხართ, თუმცა გარშემომყოფთა მოსაზრებები მეტად უნდა გაითვალისწინოთ. ვიღაც მზად არის, დაგეხმაროთ და ამისთვის მხოლოდ თქვენი ნებართვაა საჭირო.

კირჩხიბი

ამ დღეს ბევრი თქვენგანი ადვილად შეძლებს ჩანაფიქრის განხორციელებას. აღმოსავლური ვარჯიშები და იოგა საუკეთესო ფიზიკურ ფორმასა და სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ. შესანიშნავი დროა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაწყებად. გირჩევთ, უარი თქვათ მავნე ჩვევებზე და მეტი იმოძრაოთ.

ლომი

ამ დღეს ლომები სერიოზულობით, გონიერებითა და გამჭრიახობით გამოირჩევიან. შეგიძლიათ, მატერიალური პრობლემების მოგვარებით დაკავდეთ და ახალი იდეები და წინადადებები განიხილოთ. კარგი იქნება, თუ მეგობრებისა და თანამოაზრეების რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ.

ქალწული

პრობლემებისა და სირთულეების მიუხედავად, მიზნისკენ ჯიუტად მიიწევთ, ამიტომ გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ. ასე გააგრძელეთ! უკან არ დაიხიოთ და საკუთარ შესაძლებლობებში არასოდეს დაეჭვდეთ.

სასწორი

ამ დღეს ჰარმონიის შეგრძნება დაგეუფლებათ. ყოველდღიური პრობლემებისგან გათავისუფლებას ისურვებთ და შეეცდებით, გამოხატოთ გრძნობები, იყოთ კეთილი და ახლობელ ადამიანებს თანაგრძნობა გაუწიოთ. ეს შესანიშნავი დღეა კონტაქტების დასამყარებლად.

მორიელი

წვრილმანი და გადაუდებელი საქმეები სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს შეგიშლით. არჩევანის სირთულის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღება იმ პარტნიორებთან ერთად მოგიწევთ, რომლებსაც თქვენი კარგად ესმით. ნუ ჩართავთ საქმეში ახლობელ ადამიანებს, რადგან ფინანსური და მეგობრული ურთიერთობა ერთად შეუძლებელია.

მშვილდოსანი

ამ დღეს შესაძლოა, იმოგზაუროთ ბავშვებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად. ოჯახური გასეირნება ხალისს შეგმატებთ, ხოლო, თუკი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოგიწიათ, ეს ახალ შესაძლებლობებს მოგიტანთ. თუკი დაოჯახებული არ ხართ, არ გამოირიცხება, რომ სწორედ ამ დღეს იპოვოთ თქვენი სიყვარული. დაისახეთ მიზანი, ის აუცილებლად აგიხდებათ, თუკი ამ დღეს არა, უახლოეს მომავალში მაინც.

თხის რქა

განსაკუთრებით გულწრფელი და ამავე დროს, ფარულად იდუმალიც იქნებით. ყველა ამ დაბრკოლების გადალახვის დროს ბევრ ენერგიას დაკარგავთ, თუმცა, მიღწევებით ვერ დაიკვეხნით. გამოიჩინეთ პრაქტიკულობა საქმეებში. საუკეთესო შემთხვევაში წარმატება გელოდებათ, როგორც პირად, ასევე, მატერიალურ სფეროში. ცუდ შემთხვევაში კი - ბრძოლა არაკეთილისმსურველებთან.

მერწყული

გარშემომყოფებზე შთაბეჭდილებას მოახდენთ თქვენი ენციკლოპედიური ცოდნით. თქვენს შემოქმედებით ნიჭს არავინ მიაქცევს ყურადღებას. გაამყარეთ ძველი მეგობრობა და ნუ მოერიდებით ახალი მეგობრების შეძენას.

თევზები

პასიური დღე გელოდებათ. ალბათ, ბევრს გაიგებთ უბრალოდ თვალის დევნებით და მოსმენით. ნუ შეწყვეტთ კამათს, წინააღმდეგ შემთხვევაში დამნაშავედ მიგიჩნევენ. ძალიან მაცდურ საქმიან წინადადებებზე რეაგირების მოხდენა არ ღირს, რადგან ამგვარად, ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42