საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით 3 ნოემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „აფხაზური და ოსური კულტურის დღე“ გაიმართა. ღონისძიების პარტნიორები არიან სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გოგი ფაცაცია და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.
საღამოზე წარმოდგენილი იქნა ფოლკლორული ანსამბლები. უნივერსიტეტის ფოიეში ასვე მოეწყო აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიების მიზანია აფხაზური და ოსური კულტურის პოპულარიზაცია, აფხაზური და ოსური თვითმყოფადობის შენარჩუნება და ხელშეწყობა.
მასალის გამოყენების პირობები