''ლიბერთი ბანკის'' მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოციალური ტიპის იმ ბარათების ვადა, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში ამოიწურა, ამიერიდან მაისის ბოლომდე გაგრძელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება, სერვისცენტრებში პრევენციის მიზნით მომხმარებლის ნაკადის შემცირებაას ეფუძნება.
„ამ გადაწყვეტილებით, ვაგრძელებთ ზრუნვას, ვაკეთებთ ყველაფერს რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ მომხმარებლის ბანკში ვიზიტის საჭიროება და საზოგადოების ყველაზე მოსაფრთხილებელ ნაწილს, პენსიონერებსა და სოციალური სარგოს მიმღებ მომხმარებლებს ვთავაზობთ შეუფერხებლად ისარგებლონ „ლიბერთის“ ბარათებით“ – განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.
ბანკის ოფიციალური გადაწყვეტილებით, ავტომატურად სამი თვით გაგრძელდა იმ სოციალური ბარათების მოქმედების ვადა, რომელიც ამა წლის მარტში, აპრილში ან მაისში სრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






