"აკანკალებული ვწერ ახლა ამას..." - ნინო მჭედლიშვილის უმძიმესი პოსტი
კრიმინალი - 19:16, 18 Mar, 2020     5626

მოქალაქე ნინო მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის მცხეთის ქუჩის პირველ შესახვევში მასზე განხორციელებულ ძალდობაზე საუბრობს.
დაზარალებულმა მომხდარი უკვე აცნობა პოლიციას და მიმდინარეობს გამოძიება.

"ისეთი აკანკალებული ვწერ ახლა ამას, ვერც აღვწერ! სიბრაზე და ცრემლები ერთდროულად მაწვება ყელში! ამ წამს დავბრუნდი პოლიციის განყოფილებიდან!

ასე 22:00-ისკენ, ჰარი გავიყვნე სასეირნოდ და ჩემს სახლთად დაბირჟავებული არაკაცებიდან ერთ-ერთმა ჩემზე იძალადა, უფრო კონკრეტულად კი ჩემი ნების საწინააღმდეგოდ გამაკავა და ბღანძულაობა დამიწყო, თან ისე რომ დანარჩენი 8 კაციდან არცერთმა არ შეაჩერა! საკმარისი ძალა მაქვს და ხმაც და როგორც კი მოვიშორე, მეორეჯერ დამიჭირა ხელით, თან ძალიან ირონიულად მეუბნება "ამ გოგოებმა რა ტვინი მო*****თო". მეორე დაჭერაზე უკვე ჰარრი ეცა და ყეფა დაუწყო, დავემუქრე პატრულს გამოვიძახებ მეთქი და ხელი გამოვგლიჯე.... ამ დროს უკვე 10 მეტრით ვიყავი დაშორებული რომ ბოთლით ხელში გამოიწია ჩემკენ!

პატრული მოვიდა და, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჭვარი უკვე წასული იყო, მაგრამ რამდენიმე ტიპი იდგა იქ. მეზობლები გამოვიდნენ ჩემს ღრიალზე, და მათ შორის ერთი ქალიც, რომლის სიტყვებსაც არ ვამეტებ "ჩემი შვილიც იდგა აქ და ეგეთი არაფერი მოხდებოდაო, ხმაც არ გამიგიაო" - პ.ს. თუ მჯეროდეს რომ ეს მართლა თქვა! ამ დროს პირველ დაჭერაზე ბოლო ხმაზე ღრიალი მოვრთე!

რანაირად არსებობთ ასეთი ხალხი, სად გაიზარდეთ, ვინ გამოგირეცხათ ტვინი! ასეთი არაკაცების არსებობა ხომ ერთი დიდი პრობლემაა, მაგრამ აი ასეთი უაზროდ გამპრავებელი ქალების არსებობა უფრო სერიოზულ საფრთხეს გვიქმნის ყველას!

იმ ქალმა საკადრისი პასუხი მიიღო!
იმედია ამ დამპალსაც იპოვიან, იმიტომ რომ კარგად დამამახსოვრდა და ამოვიცნობ კიდეც! მთავარია იპოვონ და მერე მე ვიცი, მაგას რასაც ვუზამ!

ადამიანები ცოცხლად ლპებიან! სხვა არაფერია ის საცოდავი, თუ არა მოსიარულე გვამი!

უბრალოდ, ხმა ამოიღეთ! ყველა ქალს და კაცს გეუბნებით, ხმა ამოიღეთ!

პ.პ.ს. მცხეთის ქუჩის პირველ შესახვევში მოხდა ეს ზუსტად ჩემს სახლთან!
ჩემს ჩვენებას რაც შეეხება, დეტალურად ჩავასწორებინე თითოეული სიტყვა გამომძიებლებს!!! არ არის აუცილებელი გაგაუპატიურონ, მოგკლან, დაგასახიჩრონ, რომ ძალადობა ძალადობად დაკვალიფიცირდეს!!! ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვიღაც რომ მაკავებს, ეს უკვე ძალადობაა!!!" - წერს ნინო მჭედლიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42