ბილაინი მომხმარებლის ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სოციალური პლატფორმა Feedc-ის პარტნიორია
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:22, 18 Mar, 2020     1111

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი ბილაინი, ადგილობრივი სტარტაპების მხარდაჭერის ფარგლებში, ქართველი სტუდენტის მიერ შექმნილი უნიკალური სოციალური პლატფორმა Feedc-ის პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის თანახმად, ბილაინი სარეკლამო მხარდაჭერას გაუწევს Feedc-ს, რომლის გამომწერთა რაოდენობა ამ დროისთვის თვეში 200,000 აქტიურ მომხმარებელს აჭარბებს.

პლატფორმის ლოგიკა მომხმარებლის ადგილმდებარეობაზეა დაფუძნებული - მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, იხილოს პოსტები იმ ლოკაციის მიხედვით, სადაც იმყოფება, ან მონიშნოს მისთვის სასურველი ტერიტორია და, შესაბამისად, ყოველთვის იყოს მისთვის საინტერესო მოვლენების საქმის კურსში. არსებული სოციალური ქსელებისგან განსხვავებით, Feedc-ის მომხმარებელი ხედავს იმ ადამიანების პოსტებს, რომლებიც მის მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე იმყოფებიან და არა მაინცდამაინც იმ ადამიანების პოსტებს, რომლებიც დამეგობრებული და გამოწერილი ჰყავს. Feedc-ს არსებული სოციალური ქსელებისგან გამოარჩევს ისიც, რომ მოწონება/არმოწონება ანონიმურია, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის თავისუფლებას დამატებითი გავლენებისგან. აპლიკაციას აქვს ენების ფილტრაციის ფუნქცია და მომხმარებელს შეუძლია იხილოს მხოლოდ არჩეულ ენაზე დაწერილი პოსტები, რაც მნიშვნელოვანი სარგებელი შეიძლება აღმოჩნდეს იმიგრანტებისთვის, რომ უცხო ქვეყანაში თავიანთ ენაზე მოსაუბრე ადამიანების აღმოჩენა მარტივად შეძლონ.

COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით, Feedc-ის გუნდი უკვე ნერგავს სიახლეს - დისტანციური სწავლებისთვის განკუთვნილ სივრცეს Feedc Edu, რითაც დაეხმარება საგანმანათლებლო დაწესებულებებს დისტანციური სწავლების განხორციელებაში. Feedc Edu-თი სარგებლობას საგანმანათლებლო დაწესებულებები რამდენიმე დღეში უფასოდ შეძლებენ და მისი გამოყენება ძალიან მარტივი იქნება - პლატფორმაზე მასწავლებელი შექმნის კლასს, რომელშიც ემატებიან მოსწავლეები და მასწავლებელი პირდაპირ შეძლებს ვიდეოგაკვეთილის ჩატარებას. ვიდეოგაკვეთილის პარალელურად, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, ცოცხალ რეჟიმში დაწერონ კომენტარები.

„ჩვენ Feedc-ის გამოჩენისთანავე დავინტერესდით ახალი სოციალური პლატფორმით, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ქართული სტარტაპების მხარდაჭერა ბილაინის ციფრული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. მხარდაჭერაში ჩვენ ვგულისხმობთ ჩვენი კომპანიის მხრიდან აქტიურ თანამონაწილეობას - როგორც წესი, სტარტაპის პოპულარიზაციისა და მოხმარების გაზრდის ხელშეწყობას. Feedc-მა იმითაც მიიქცია ჩვენი ყურადღება, რომ საკუთარი საქმისადმი თავდადებული გუნდი მართავს - ადამიანები, რომლებსაც სჯერათ იმის, რასაც აკეთებენ. პლატფორმას აქვს უნიკალური მახასიათებელი - მისი მეშვეობით თქვენ გაიგებთ რა ხდება თქვენთვის საინტერესო ტერიტორიაზე. ამდენად აპლიკაციას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს ტურიზმის მხარდაჭერის კუთხითაც“, - განაცხადა ბილაინის ციფრული და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ ჯიქიამ.

სოციალური პლატფორმა Feedc-ი მსოფლიო ბაზარზე 2019 წლის 30 მარტს გამოჩნდა. იდეის ავტორი ქართველი სტუდენტი ნიკოლოზ კვარაცხელიაა, რომელმაც პროდუქტი პირველად თავისი უნივერსიტეტის სტუდენტებს წარუდგინა საფრანგეთში. ამ ეტაპზე Feedc ხელმისაწვდომია iOS-ისა და ანდროიდის მომხმარებლებისთვის, ასევე ვებითაც.

ბილაინი სარეკლამო მხარდაჭერას გაუწევს Feedc-ს, რომელიც ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია iOS-ისა და ანდროიდის მომხმარებლებისთვის, ასევე ვებითაც.

ბილაინი, Fee

dc, ვიდეოგაკვეთილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42