„ვენდის" და „დანქინის" რესტორნების ქსელი COVID-19-თან დაკავშირებით უსაფრთხოების ნორმებს ამკაცრებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 21:08, 13 Mar, 2020     1887

„ვენდისი" და „დანქინი" საქართველოში წარმოდგენილია 40-ზე მეტი რესტორნით და დანქინის 1 ქარხნით, სადაც იწარმოება დანქინის ყველა ის პროდუქტი, რომელიც შემდგომში რესტორნებს მიეწოდება. აქედან გამომდინარე, ძალიან მაღალია სოციალური პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ. „ვენდისი" და „დანქინი" განუხრელად უზრუნველყოფენ პროდუქტების მომზადების პროცესში ჯანდაცვის ორგანიზაციების და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს.

ჩვენთვის მომხმარებლების ჯანმრთელობა და მათთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნა უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ვითვალისწინებთ არამარტო ლოკალურ, არამედ „ვენდისა" და „დანქინის" სათავო ოფისების მიერ მოწოდებულ სტანდარტებს.

კერძოდ, შეიცვალა ინვენტარის დეზინფიცირების სტანდარტი, რომელიც გულისხმობს დროის მონაკვეთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დანადგარებისა და ხელსაწყოების რეცხვას და სადეზინფექციო საშუალებით დამუშავებას. ასევე, აღსანიშნავია, რომ სარეცხ-სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაცია გაიზარდა დასაშვებ მაქსიმალურ ზღვრამდე, რაც გულისხმობს დაბინძურების რისკების გამორიცხვას.

ყველა რესტორანში მიმდინარეობს პირადი ჰიგიენისა და სისუფთავის კონტროლი „ვენდისა" და „დანქინის" საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით. აღსანიშნავია ის განსაკუთრებული ღონისძიებები, რასაც ვენდი და დანქინი მიმართავს უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად:

ð მაგიდების, სკამების, იატაკების დეზინფიცირება ხდება ყოველი მოხმარების შემდეგ

ð ზედაპირებზე, როგორიცაა კიოსკის ეკრანი, გადახდის ტერმინალის კლავიატურა, რომლებზეც მომხმარებლებს უშუალოდ უწევთ ხელით შეხება, დეზინფიცირდება საათში ერთხელ

ð საწარმოო ჭურჭლისა და ხელსაწყოების დეზინფიცირება მიმდინარეობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდის - Ecolab-ის წარმოებული სარეცხ-სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით, რომელთა კონცენტრაცია საგანგებოდ გაუტოლდა მაქსიმალურ რეკომენდებულ დონეს

ð ორივე კომპანიაში, ყველა თანამშრომელი, ვისაც კი შეხება აქვს საკვებთან, აღჭურვილია ხელთათმანებით, ამით გამოვრიცხავთ საკვების დაბინძურების ნებისმიერ რისკს

ð თანამშრომელს, რომელსაც უწევს ფულთან შეხება, აღჭურვილია ხელთათმანებით, რომლის გამოცვლაც ხდება 30 წუთში ერთხელ

ð თანამშრომლები, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ან/და იმყოფებოდნენ ევროპის ქვეყნებში, ამ დროისთვის არ დაიშვებიან სამუშაო ტერიტორიაზე, კომპანია ხელს უწყობს მათ, სრულფასოვნად მოახდინონ თვითიზოლაცია

ð თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ აეროპორტის ტერიტორიაზე, აღიჭურვნენ სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით

ð არცერთ თანამშრომელს არ უწევს საკვებად მზა ან უმ პროდუქტთან პირდაპირი შეხება, „ვენდისა" და „დანქინის" სტანდარტის მიხედვით, თანამშრომლები იყენებენ პლასტიკურ ხელთათმანებს, რაც გამორიცხავს ყოველგვარი დაბინძურების შესაძლებლობას

„ვენდის" ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ინფორმირებულია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მუდმივ მზადყოფნაშია, რომ საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს დამატებითი ქმედითი ღონისძიებები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42