ქართველი ექიმების წასახალისებლად, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მსოფლიო პანდემიის ფონზე იბრძვიან საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ კამპანია #გაამხნევე წამოიწყო.
"ჩვენი მიზანია მოხდეს საზოგადოების და ბიზნესის მობილიზება სამედიცინო პერსონალის მხარდასაჭერად, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, თავდაუზოგავად მუშაობენ კორონავურის COVID19-ით დაავადებულთა განსაკურნებლად და ასევე, ყველაფერს აკეთებენ ვირუსის გავრცელებისგან თავის დასაზღვევად.
საქართველოს ეროვნულ ლატარია თვლის, რომ საზოგადოება და ბიზნესი ამ ურთულეს პერიოდში, გვერდში უნდა დაუდგეს სამედიცინო პერსონალს, გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმაროს სამედიცინო სფეროს კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტიანობის ასამაღლებლად!
ინფექციურ საავადმყოფოს პერსონალთან კომუნიკაციის შემდეგ ამ ეტაპზე გამოიკვეთა, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის, კარანტინში მყოფი პირებისთვის და თავად ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალისთვის აუცილებელი საჭიროების მქონე ნივთები, რომელიც კომპანიამ შეიძინა და ინფექცურ საავადმყოფოს მადლობის ნიშნად გადასცა.
საქართველოს ეროვნული ლატარია მოუწოდებს საზოგადოებას და ბიზნეს აქტიურად ჩაერთონ ქართველი ექეიმების მხარდაჭერის და გამხნევების კამპანიაში.
აქვე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეროვნული ლატარიის ყველა საქველმოქმედო აქტოვობის მონაწილეები კომპანიის მომხმარებლები არიან. ლატარიის ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი სწორედ სოციალურ პროექტებს ხმარდება. ასე რომ, საქართველოს ეროვნული ლატარია მადლობას უხდის საკუთარ მომხმარებლებს, რადგან სწორედ მათი საშუალებით გახდა შესაძლებელი ამ ურთულეს პერიოდში, ქართველი ექიმებისა და საემდიცინო სფეროს მხარდაჭერა!" - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები






