m2 ჯგუფმა“ „სვეტის“ შეჩერებული მშენებლობების მშენებლობა დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:16, 11 Mar, 2020     1645

11 მარტს მირცხულავას ქუჩაზე „m2 ჯგუფის“ მიერ გადმობარგებულ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, პირველი სამუშაო დღე ქალაქ თბილისის მერმა კახი კალაძემ გაიხსნა, ღონისძიებას ქალაქ თბილისის მერიის, „m2 ჯგუფის“, საინიციატივო ჯგუფისა და „სვეტის“ დაზარალებული მობინადრეები ესწრებოდნენ.

სამშენებლო სამუშაოები, „სვეტის“ დანარჩენ ობიექტებზე, ეტაპობრივად განახლდება. ამგვარად, ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ, უამრავი ადამიანის რეალობა რადიკალურად შეიცვალა და ისინი ახლა უკვე „m2 ჯგუფის“ მომავალი მობინადრეები არიან. სწორედ ასეთია „m2 ჯგუფსა“ და თბილისის მერიას შორის არსებული შეთანხმების საბოლოო მიზანი. შედეგად 2500-მდე დაზარალებული ოჯახი საკუთარ ბინას დათქმულ დროში მიიღებს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მინდა, ყველას მივულოცო ეს დღე და წარმატებები ვუსურვო. დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით, რომ ეს შეთანხმება მომხდარიყო და დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით. ამ ხნის განმავლობაში იყო უამრავი იმედგაცრუება, თუმცა ფარ-ხმალი არ დაგვიყრია. ყოველთვის ვიცოდით და გვჯეროდა, რომ ჩვენ ამას შევძლებდით. ეს საუკეთესო პრეცედენტია. ქალაქში ყველა შეჩერებული მშენებლობისა და კომპანიების მხრიდან დაზარალებული მოქალაქეების მიმართ ჩვენი მიდგომა ანალოგიური იქნება - მაქსიმალურად ყველას დავეხმარებით, ხელს შევუწყობთ, რომ საცხოვრებელი სახლები დაიბრუნონ. ამ შემთხვევაში, 2 500 ოჯახზეა საუბარი. ბევრი უცხოეთშია წასული და შრომობს. ეს ადამიანები წვალობენ, რომ თავიანთი შვილები, ოჯახები არჩინონ. მათ აღმოაჩინეს, რომ ერთ დღეს ყველაფერი დაკარგეს, მაგრამ ჩვენი ჩართულობითა და სახელმწიფოს გვერდზე დგომით, დღეს ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია. სამი წლის განმავლობაში ყველაფერი სრულად მოწესრიგდება და დაზარალებულ მოქალაქეებს თავიანთი საცხოვრებელი სახლები ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მშენებლობების დასრულების მიზნით „m2 ჯგუფი“ „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს (მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის #125ა, ჭყონდიდელის ქუჩის #22).

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება „m2 ჯგუფის“ მიერ, ხოლო ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას „m2 ჯგუფის“ სამშენებლო კომპანია BK Construction-ი განახორციელებს.

„დაუსრულებელი მშენებლობები და ათასობით დაზარალებული ოჯახი უდიდესი სოციალური პრობლემაა როგორც ქალაქისა და ქვეყნისთვის, ისე თითოეული მოქალაქისთვის. ამრიგად, პირველ რიგში, ჩვენთვის ეს სოციალური პროექტია. როგორც ინვესტორი კომპანია, პასუხისმგებლობას ვიღებთ როგორც ფინანსურ, ისე ადმინისტრაციულ პროცესზე.

„m2 ჯგუფს“ სამშენებლო და დეველოპერული მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენს სახელს არაერთი წარმატებული პროექტი უკავშირდება, ამჯერად კი მოხარულები ვართ, რომ, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, შეგვეძლო გვერდში დავდგომოდით ქალაქის მერიას და ჩვენი წვლილი შეგვეტანა 2500 დაზარალებული ოჯახის კეთილდღეობაში.

„სვეტის“ მშენებლობების დასრულება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია. შესაბამისად, სრულად ვაცნობიერებთ საზოგადოებისა და ქალაქის წინაშე აღებულ ვალდებულებას. არ დავიშურებთ ძალისხმევას, შრომასა და გამოცდილებას, რათა ყველა პროექტი წარმატებით დასრულდეს და დაზარალებულებმა კუთვნილი ბინები დათქმულ ვადაში მიიღონ. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ქალაქის მერიას და საინიციატივო ჯგუფს ნდობის გამოცხადებისთვის, მე მჯერა ჩემი გუნდის პროფესიონალიზმის და დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე პროექტი ყველასთვის წარმატებით დასრულდება“. - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42