ქურდინ ორლიკი შვეიცარიელი მოჭიდავეა, რომელმაც განაცხადა, რომ ის გეია და ამის შესახებ მან 12 წლის ასაკიდან იცოდა. ქურდინი შვეიცარიული ჭიდაობის ჩემპიონია. ჭიდაობის ეს ტიპი თანამედროვე სახით სათავეს დაახლოებით მეცხრამეტე საუკუნიდან იღებს, თუმცა მოიპოვება ისტორიული ჩანაწერები, რომელიც ჭიდაობის ამ სახეობას მეცამეტე საუკუნით ათარიღებს.
„მე არ შემიძლია მას რამე ვუშველო. ასეთი დავიბადე. მე არ ვარ ის ვინც კოცნის სხვა ხალხის წინ, მაგრამ მინდა კაცთან ვიწვე და შემეძლოს მისი შეხება. ყოველთვის ვიცოდი რომ გეი ვიყავი. 12 წლის ასაკიდან ვიცოდი, რომ გეი ვიყავი, თუმცა ვფიქრობდი რომ ეს არასწორი იყო, არ შეიძლებოდა.“ - განაცხადა ჩემპიონმა
მოჭიდავე დაქორწინდა ქალზე და მისგან ვაჟიც ყავს. როგორც ის აცხადებს, თავს მარტო გრძნობდა და ჩათვალა რომ სჭირდებოდა შეყვარებული გოგონა, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ თავისი ორიენტაციის შესახებ საჯაროდ უნდა ელაპარაკა და თავისუფალი ცხოვრება დაეწყო.
მასალის გამოყენების პირობები