გადაიდება თუ არა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი EURO-2020
სპორტი - 20:52, 10 Mar, 2020     6757

UEFA ჯერჯერობით არ გეგმავს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის გადადებას, აცხადებენ საფეხბურთო ასოციაციის პრეს სამსახურში.

"ამჟამად არანაირი ცვლილებების აუცილებლობა არ არის. ეს საკითხი მუდმივი კონტროლის ქვეშ გვაქვს," - აცხადებენ ორგანიზაციაში.

როგორც ცნობილია, "ევრო 2020"-ის გადადების თხოვნით UEFA-ს ევროპის თითქმის ყველა ეროვნულმა ფედერაციამ მიმართა. მათი არგუმენტი კორონავირუსის გამო ადგილობრივი საფეხბურთო მატჩების განრიგში მომხდარი ცვლილებებია. ისინი ითხოვდნენ, რომ ევროპის ჩემპიონატი მაშინ დაწყებულიყო, როდესაც ადგილობრივი ჩემპიონატები მეტნაკლებად დასრულებული იქნებოდა.

როგორც ცნობილია, COVID-19-ის საფრთხის გამო იტალიის ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი გადაიდო, ხოლო ესპანეთში, საფრანგეთში და პორტუგალიაში მატჩები მაყურებლების გარეშე ტარდება.

EURO-2020 წელს განსხვავებული სისტემით ტარდება. ის სტარტს 12 ივნისს რომში აიღებს და თამაშები ევროპის 13 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. ესენია: ამსტერდამი, დუბლინი, ბუქარესტი, კოპენჰაგენი, ბილბაო, ბუდაპეშტი, ბრიუსელი, გლაზგო, მიუნხენი, რომი, სანკტ-პეტერბურგი, ბაქო. ხოლო ნახევარფინალები და ფინალი (12 ივლისს) ლონდონში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევრო 2020-ის ფინალურ ტურნირზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს. მას ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის 2 მატჩის მოგება სჭირდება - 26 მარტს, თბილისში, ნახევარფინალში, ქართველი ფეხბურთელები ბელორუსის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან და გამარჯვების შემთხვევაში 31 მარტს, ასევე თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს ეროვნულ ნაკრებების დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდებიან.

ამ მატჩებში წარმატების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფინალური ეტაპის C ჯგუფში მოხვდება, სადაც მას ჰოლანდიის, უკრაინისა და ავსტრიის გუნდები ელოდება, ან თუ რუმინეთის საფეხბურთო ნაკრები ასევე წარმატებით დაძლევს პლეი-ოფს, F ჯგუფში გადაინაცვლებს, სადაც პორტუგალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებები მოხვდნენ..






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42